მწარე ნუში ზეთს, ცილებს, შაქარს, ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. ტკბილ ნუშში გაცილებით მეტი ზეთი და შაქარია. კოსმეტიკური მიზნებისთვის მწარე ნუშიც გამოიყენება და ტკბილიც.
წარბებისა და წამწამებისთვის
წამწამებისა და წარბების გახშირებისა და მათი ზრდის დასაჩქარებლად დღეგამოშვებით 10-15 წუთით დაიდეთ ნუშის თბილ ზეთში დასველებული კოსმეტიკური ბამბა.
მხედველობისთვის
იმისათვის, რომ მხედველობა გაგიუმჯობესდეთ, ყოველდღიურად მიირთვით 5-7 ცალი ტკბილი ნუში.
კანი
ნუში მცირე ნაოჭების მოშორებაშიც დაგეხმარებათ. ამისათვის ერთმანეთში შეურიეთ 2 სადილის კოვზი დაბლენდერებული ნუში და 15-200 მლ რძე. მიღებული ნიღაბი ყოველ მეორე დღეს წაისვით სახეზე და დეკოლტეზე; გაიჩერეთ 1 საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კურსის ხანგრძლივობა 10-15 დღეა.
ნაოჭებს ებრძვის შემდეგი ნიღაბიც: ერთმანეთში შეურიეთ 1 კვერცხის გული და 2 სადილის კოვზი ნუშის ზეთი. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთი. მოიცილეთ წრიული მოძრაობებით.
თუ თვალების ქვედა მხარე გისივდებათ, მისგანაც ნუში გიხსნით. ყოველ საღამოს ნუშის ზეთი ჯერ წაისვით და შემდეგ თითის ბალიშების სუსტი დარტყმით შეიზილეთ კანში.
ასევე იხილეთ:
სახის გასაწმენდი და მატონიზირებელი ნუშის რძე – მკითხველის მიერ მოწოდებული უმარტივესი რეცეპტი