ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ ოქროს ქორწილი წიგნით - "სიყვარულის ისტორია" - აღნიშნეს (+ფოტო) - Marao

ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ ოქროს ქორწილი წიგნით - "სიყვარულის ისტორია" - აღნიშნეს (+ფოტო)

2014-07-15 13:55:31+04:00

ნახევარსაუკუნოვანი ერთობლივი ცხოვრების აღსანიშნავად, იტალიელმა მსახიობმა და მომღერალმა ადრიანო ჩელენტანომ და მისმა მეუღლემ, კლაუდია მორიმ გამოსცეს წიგნი-დღიური თავიანთ სიყვარულზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

წიგნის ავტორად 70 წლის მსახიობი, მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი და ჩელენტანოს ცხოვრების მეგზური კლაუდია მორია.

მორი გულახდილად აღწერს ადრიანოსთან გატარებულ წლებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე ერთგულ და მოსიყვარულე წყვილად ითვლებიან, 76 წლის ჩელენტანოს მეუღლეს არ აღუწერია მათი ერთობლივი ცხოვრება ვარდისფრად და იდეალურად. როგორც ყველას, მათაც ჰქონიათ ურთიერთობაში სირთულეები, მაგალითად, ადრიანოს გადაჭარბებული ეჭვიანობის გამო გამუდმებული კამათი.

აი, ერთ-ერთი მომენტი, რასაც მორი წიგნში წერს: "ერთხელ ადრიანომ ყველა ჩემი მოკლე კაბა დაჭრა. გაბრაზებული ავდექი, შევედი ყველაზე ძვირიან მაღაზიაში და უამრავი მინი-ქვედაბოლო შევიძინე.”

წიგნ "სიყვარულის ისტორიაში", გარდა გულახდილი ისტორიებისა, ჩელენტანოს ოჯახის უამრავი ფოტოც არის.

იხილეთ ფოტოგალერეა

აღსანიშნავია, რომ ადრიანო ჩელენტანოსა და კლაუდია მორის წყვილი უკვე 52 წელია ერთად არის. ქორწინებამდე ორი წლით ადრე ისინი დანიშნულები იყვნენ.

ადრიანომ და კლაუდიამ ერთმანეთი ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას გაიცნეს. მათ ორი ქალიშვილი, როზიტა (ახლა ის 49 წლის არის) და როზალინდა (45 წლის) და ერთი ვაჟი, ჯაკომო ჩელენტანო ჰყავთ. ქალიშვილები მსახიობები გახდნენ, ხოლო ვაჟი – მომღერალი.

"ჩვენ გამუდმებით ვეალერსებოდით ერთმანეთს და იმავეს ვაგრძელებთ ახლაც", - წერს კლაუდია მორი.

მასალის წყარო: ANSA