წიწაკის წებოვანა შლის ცხიმოვან უჯრედებს, ადგილობრივად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შესაბამისად აქრობს ცელულიტს. და აი, რატომ?
წიწაკის წებოვანა შეიცავს ერთგვარ "ანტიცელულიტურ ნივთიერებებს" – კოფეინს და წითელ წიწაკას, ასევე სხვა მცენარეულ კომპონენტებს.
კოფეინი და წიწაკა ახურებენ კანს, აღწევენ მის სიღრმეებში, ხოლო მცენარეული ზეთები იცავენ კანის ზედაპირს დაზიანებებისგან.
წიწაკის წებოვანა განსაკუთრებით ეფექტურია ცელულიტის დასაწყის სტადიებში, ამ შემთხვევაში შედეგი გამოყენებიდან უკვე ერთ კვირაში შეინიშნება.
კომპონენტების ალერგიულობის გათვალისწინებით, წიწაკის წებოვანა არ გახლავთ უნივერსალური საშუალება, რომელიც ნებისმიერს წაადგება. ამიტომაც თითოეული კომპონენტის მიმართ მაღალი მგრნძნობელობის შემთხვევაში და ალერგიული ნიშნების გამოვლინებისას, მისი გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
წიწაკის წებოვანა ცელულიტის წინააღმდეგ – გამოყენება!
წიწაკის წებოვანის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში და ყურადღებით წაიკითხეთ მისი გამოყენების წესები.
საერთო წესების გათვალისწინებით, წებოვანას იკრავთ ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ, გახურებული სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე. სასურველია, რომ პროცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ, იმისათვის, რომ კანმა მოასწროს დასვენება და აღდგენა. წებოვანას იკრავთ მშრალ კანზე და იჩერებთ 15-20 წუთი. პროცედურის დასრულების შემდეგ წაისვაი დამატენიანებელი კრემი.
ცელულიტის რთული ფორმების შემთხვევაში წებოვანას თერაპიას უთავსებენ მასთან ბრძოლის სხვა მეთოდებსაც.
ასევე იხილეთ:
ანტიცელულიტური საპონი - მარტივად მოსამზადებელი და ძალიან ეფექტური
თაფლიანი ჩაის სახვევი – მოკლებული სანტიმეტრები და გამქრალი ცელულიტი
ეთერზეთები ცელულიტთან საბრძოლველად