დაგჭირდებათ:
2 ცალი 90 გრ-იანი საპონი (უკეთესია საბავშვო);
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
100 მლ ადუღებული ცხელი წყალი;
4 სუფრის კოვზი ყავის ნალექი;
3 სუფრის კოვზი მსხვილი ზღვის მარილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვადანამატიანი, მაგალითად, აბაზანის მარილი).
მომზადების წესი:
გამოიყენეთ სათვალე და პირბადე, რათა საპნის "მტვერმა" არ გაგიღიზიანოთ თვალები და სასუნთქი გზები. გახეხეთ საპონი მსხვილ სახეხზე.
ჩაყარეთ გახეხილი საპონი პატარა ქვაბში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
დადგით ეს პატარა ქვაბი ადუღებულწყლიან ქვაბზე და ურიეთ, თან ნელ-ნელა ამატეთ ადუღებული ცხელი წყალი. როცა საპონი სრულიად გადნება, დაუმატეთ ყავის ნალექი და ზღვის მარილი. კარგად ურიეთ დაახლოებით 3 წუთი. სპეციალურ ფორმაში წინასწარ წაუსვით ზეითუნის ზეთი და ჩადეთ საპნის მასა ხელით ან კოვზით. კარგად დატკეპნეთ.
საპონს დაახლოებით 2-3 დღე დასჭირდება, რომ ოთახის ტემპერატურაზე გამოშრეს. შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ანტიცელულიტური საპნის კიდევ ერთი რეცეპტი იხილეთ ფოტოზე.
ასევე იხილეთ:
ტოპ-4 უსწრაფესი მეთოდი ცელულიტისგან გასათავისუფლებლად