სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით, მარტივად დაფარავთ კანზე დეფექტებს და საკუთარ თავშიც მეტად დარწმუნებულები იქნებით.
ხორცისფერი – უნივერსალური ფერი.
ყვითელი – კარგად ფარავს სიშავეებს თვალის ირგვლივ.
მწვანე – კარგად ფარავს კაპილარებს და წითელ გამონაყარს.
იისფერი – აუფერულებს პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლს.
ვარდისფერი – აცოცხლებს კანის ნაცრისფერს.
კორექტორის წასმა უმჯობესია სინთეთიკური ფუნჯით. თვალის ირგვლივ კი ჯობს, თითებით გაინაწილოთ ის. თითოეული პრობლემისთვის სხვადასხვა სახის კორექტორს ვიყენებთ. არ არსებობს ყველა შემთხვევისთვის ერთი სახობის კორექტორი!
თვალის ირგვლივ სიშავეების დაფარვა შეგიძლიათ ხორცისფერი ან ყვითელი ფერის კორექტორით, რომელსაც არათითის ბალიშით ფაქიზად გაინაწილებთ.
თვალის შეშუპებას დაფარავთ ღია ფერის კორექტორით, რომელსაც შეშუპებული ადგილის ზღვართან და ლოყაზე წაისვამთ.
კაპილარები და გამონაყრისგან დარჩენილი წითელი ლაქები გაქრება, თუ გადაისვამთ მწვანე ფერის კორექტორს.
პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს დაიფარვათ ვარდისფერი ან იისფერი კორექტორით.
გადაღლილ და განაცრისფერებულ სახეს გამოაცოცხლებთ ვარდისფერი ან ატმისფერი კორექტორით/ტონალურით.
იარებს, სვირინგებს დაფარვთ სქელი კონსისტენციისა და მყარი პიგმენტის მქონე ტონალურით, ან კორექტორით, რომელსაც ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს - სულ ცოტაოდენის წასმის შემთხვავშიც კი.
თუ იარა გამობურცულია, მას უფრო მუქი ტონით ვფიარავთ, ხოლო თუ პირიქით – ჩავარდნილი, უფრო ღია ფერით, ვიდრე მაკაიჟის ფუძეა. ასე ვიზუალურად გათანაბრდება კანის სტრუქტურა.