მსახიობებსა და მომღერლებს მუდმივად უწევთ თმის შეღებვა, დახვევა-გასწორება, რაც თმის ხარისხზეც აისახება. თითოეულ მათგანს თმის მოვლის საკუთარი რეცეპტი ჰქონია და მათ რჩევებს ახლავე შემოგთავაზებთ.
იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე, თმის ძირებში ზეითუნის ზეთს ისვამს. და მერე სავარცხლით მთელ სიგრძეზე ანაწილებს. ამასთანავე, უბერებელი ლამაზმანი თავის დასაბანად ბავშვის შამპუნს იყენებს.
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი თმისთვის ლამაზი ფერის შესანარუნებლად, თმას თურქული წესით მოდუღებულ ყავას პულივიზატორით იტენიანებს.
სინდი კროუფორდის აზრით, თავის ყოველდღიური 10-წუთიანი მასაჟი თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.
კიმ ბესინჯერი თმას მინერალური, უგაზო წყლით იბანს. ამასთანავე, სოფი ლორენისავით, კვირაში ერთხელ ზეითუნის ზეთის 30-წუთიან ნიღაბს იკეთებს.
ჯენიფერ ენისტონი თმის ძირებს ორ თვეში იჭრის, რათა ბოლოები დაყოფისგან დაიცვას და არ ხმარობს ფენს, რაც თმას აშრობს და მტვრევადს ხდის.
სარა ჯესიკა პარკერი პირველი იყო ჰოლივუდში, ვინც თმის დაბანა ცხენის შამპუნით დაიწყო. მას ბევრმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა მიბაძა და ყველა კმაყოფილია.
ფეხმძიმობისას გვინეტ პელტროუ ვიტამინების კურსს სვამდა და შეამჩნია, რომ თმა აღარ სცვიოდა და სწრაფად ეზრდებოდა. მას შემდეგ მსახიობი რეგულარულად სვამს ვიტამინების კომპლექსს.
ჯენიფერ ლოპესს თმის მოვლის საყვარელი რეცეპტი აქვს. იგი ერთმანეთსი ურევს ბანანს, ავოკადოსა და კვერცხის გულს. მიღებულ მასას კი თმაზე ისვამს. 30 წუთი იჩერებს და იბანს. ნიღაბი თმას ბზინვარებას ანიჭებს და აფერხებს თმის ცვენას.
იმისათვის, რომ შეღებილი თმა ზედმეტი ქიმიისგან დაიცვას, კამერონ დიასი თავს შამპუნით კვირაში ერთხელ იბანს, ყოველდღიურად კი - უბრალო წყლით.
უმა თურმანს ცხიმიანი თმა ჰქონია და მას ლიმონის წვენით ებრძვის. მსახიობი კვირაში ორჯერ თმაზე ლიმონის წვენს პულივიზატორით ისხამს. ხოლო, როცა თმის დაბანას ვერ ახერხებს, უბრალოდ, ფენით იშრობს.