ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ქუჩაში, როდესაც ასაკოვანი ქალბატონი მოდის და ეტყობა, რომ წლებმა ვერაფერი დააკლო.
ლამაზი ბებიების ფენომენი ბევრისთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება და ვერ იჯერებენ, რომ სილამაზე ქალბატონებმა ბოტოქსისა და თანამედროვე საშუალებების გარეშე ათეული წლების წინ, უბრალო ნიღბებით შეინარჩუნეს.
გთავაზობთ, ბებიების გამოცდილ ნიღბებს, რომელთა მთავარი კომპონენტიც ვაზელინია. ეს კომპონენტი ხელს უწყობს ნიღაბის მოქმედებას და რაც მთავარია გაკეთებიდან ერთი საათის მანძილზე არ ფუჭდება.
თუ პრობლემა ნამდვილად გაწუხებთ ან გინდათ, რომ წლებს ომი გამოუცხადოთ, ნუ დაიზარებთ, ამ ერთი შეხედვით მარტივი ნიღბების გაკეთებას.
მათეთრებელი ეფექტისთვის:
1 ს.კ. არაჟანს დაუმატეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი და ცოტაოდენი ვაზელინი. აურიეთ კარგად და გაიჩერეთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში.
გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის:
1 ს.კ თაფლს დაუმატეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 2 წვეთი იოდი, 3 წვეთი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი ვაზელინი, 1 ს.კ. თეთრი თიხა. ნარევი კარგად აურიეთ და მირებული მასა გაიჩერეთ 15 წუთით სახეზე. ამ მართლაც სასწაულმოქმედი ნიღაბის გაკეთება ორკვირაში ერთხელ შეგიძლიათ.
სრულად იხილეთ: reitingi.ge