მსახიობმა ნატა მურვანიძემ მეგობრებს "ფეისბუქის" საშუალებით გაუმხილა, რომ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა.
"მოკლედ ასე: ძალიან არ მიყვარს მსგავსი სტატუსები, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ ავუვალ შეკითხვებს, ეჭვებსა და თვითშემოქმედების შედეგად დასმულ მრავალ გადამეტებულ დიაგნოზს.
გავიკეთე ოპერაცია, თავზე მომაძრეს მეორე თავი, ოსტეომა (კეთილთვისებიანი ძვლოვანი სიმსივნე), რომელიც ნელა, მაგრამ ჯიუტად იზრდებოდა.
არ მტკიოდა, მაგრამ იყო ისეთ ადგილას, სადაც სინუსის არტერია თუ ვენა, ჯანდაბა მაგას და დოზანა, გადიოდა. მიცოცავდა ტვინისკენ. შეიძლება ერთ-ორ წელიწადში ხელი აღარ ეხლოთ და სრულ გამოშტერებას, რადგან ის ძარღვი, ვენა თუ არტერია 40% სისხლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, ვამჯობინე გონებრივი სტატუს-კვოს შენარჩუნება და მეორე თავის მოჭრა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge