წამწამები მანქანისთვის- ახალი ბუმი თბილისში (+ფოტო) - Marao

წამწამები მანქანისთვის- ახალი ბუმი თბილისში (+ფოტო)

2011-07-27 13:13:03+04:00

მანქანებზე დასაკრობი ჩუტყვავილების ეიფორიამ გადაიარა და თბილისელ მძღოლ ქალებს ახალი ახირება გაუჩნდათ წამწამების სახით.

თუ კიდევ გგონიათ, რომ ვხუმრობ და რჩევასაც მომცემთ- წამწამების მეტი რა იყიდება სხვადასხვა პარფუმერულ მაღაზიაშიო, მაშინ ფოტოგალერეა დაათვალიერეთ.

თვალებფახულა მანქანები უკვე თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდა და ყველა სხვა მძღოლის ინტერესიც გამოიწვია. ეს თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ სხვადასხვა ფორუმზე თემებიც კია გახსნილი-სად ვიშოვოთ წამწამები.

მართალია, ეს თემა მამაკაც მძღოლებში მხოლოდ ღიმილს იწვევს, მაგრამ ფაქტი ერთია - მალე მთელი თბილისი თვალებფახულა მანქანებით ივლის, აი, ისეთით, ერთ ქართულ მულტფილმში რომაა.

თუ თქვენც ზემოთ ჩამოთვლილი ქალების რიცხვს მიეკუთვნებით, გეტყვით, რომ ამ აქსესუარის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ სხვადასხვა ონლაინსაშუალებითაა შესაძლებელი.

იხილეთ ფოტოგალერეა