კრემი განკუთვნილია მათთვის, ვინც პატივისცემით ეპყრობა საკუთარ კანს. შედეგი უკვე მესამე დღიდან შეიმჩნევა.
დაგჭირდებათ:
1 კვერცხის გულის ნახევარი;
2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით შეცვალოთ);
1 ჩ/კ ზღვის მარილი
2 ჩ/კ გვირილის ნაყენი (1 ს/კ გამხმარ გვირილას დაასხით 200 მლ წყალი და 15-20 წუთი ადუღეთ)
0.5 ჩ/კ ნატურალური თაფლი
2 ჩ/კ კოსმეტიკური ვაზელინი (აფთიაქებში იყიდება).
ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. დიდხანს მოგიწევთ მორევა, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. კრემი მაცივარში შეინახეთ.
სახეზე წრიული მოძრაობით წაისვით. ნიღაბი 30 წუთის შემდეგ, მინერალურ წყალში დასველებული პამპონით ჩამოიბანეთ.
გახსოვდეთ, კანი კრემს დიდხანს იწოვს, ამიტომ, დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა წაისვათ.