თუ გაქათქათებული და არომატული თეთრეულის სუნი მოგენატრათ, ეს მარტივი რეცეპტი თქვენთვისაა განკუთვნილი.
იმ ქიმიური საშუალებებისგან, რაც მაღაზიებში იყიდება, იმით განსხვავდება, რომ ნატურალურია, ალერგიას არ იწვევს და ამასთანავე, მარტივად და იაფად მზადდება.
დაგჭირდებათ 4 ჭიქა სუფრის მარილი და 20 წვეთი არომატული ზეთი (ჟასმინი, ბერგამოტი, ლავანდა), თქვენი გემოვნებით. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და თეთრეულის კონდიციონერი მზადაა.
შეინახეთ ჰერმეტულ ჭურჭელში. თითო რეცხვაზე სარეცხის მანქანაში ჩაყარეთ 2-დან 4 სადილის კოვზამდე, გააჩნია რამდენ კილო თეთრეულს რეცხავთ.
საინტერესო ისაა, რომ კონდიცინირების გარდა თეთრეულს ხასხა ფერი უბრუნდება და დიდი ხნით უნარჩუნდება.