ცხიმოვან ქსოვილში სითხის შეკავება ცელულიტს, წონის დაგროვებას და შეშუპებას იწვევს. ამასთან, ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ხოლო დიეტების ეფექტურობა მკვეთრად მცირდება.
სწორედ მსგავს სიტუაციებში დაგეხმარებათ ცხიმოვანი ქსოვილის დრენაჟი. მას გამოაქვს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან, რის შედეგადაც, ცხიმის წვა ბევრად ინტენსიურად მიმდინარეობს.
ასეთ დროს სახლის პირობებში დაგვეხმარება ე.წ. დრენაჟი სასმელები, რომლებიც სამი მიმართულებით მოქმედებენ: ატონიზირებენ, ატარებენ ცხიმოვანი ქსოვილის დრენაჟს და წვავენ ცხიმს.
რეცეპტი # 1
ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ცაცხვის ხმელ ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დაუმატეთ 0.5 ჩაის კოვზი თაფლი. სვით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ორჯერ.
რეცეპტი # 2
25-30 გრ შავი მოცხარის ფოთლებს დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი. გააგრილეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში ორჯერ.
რეცეპტი # 3
2 სუფრის კოვზ გამხმარი ხენდროს ნაყოფსა და მის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ 2 საათი და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
რეცეპტი # 4
დააყენეთ 2 ჩაის კოვზი ხმელი კალენდულა და 500 მლ ადუღებული წყლის ნაყენი. გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ 0,5 ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის წინ.