თითქოს, რა არის ერთი წუთი? ისეთი რა უნდა მოხდეს ან რა უნდა მოვასწროთ ამ ხნის განმავლობაში? მაგრამ სამყაროს მასშტაბებით, თითოეული წუთის მნიშვნელობა უდიდესია!
მაშ ასე, რა შეიძლება მოხდეს 1 წუთში?
136 274 820 ლიტრი წყალი ჩაედინება ნიაგარის ჩანჩქერიდან;
იგზავნება 204 მილიონი ელექტრონული წერილი;
Google ამუშავებს 2 მილიონ საძიებო მოთხოვნას;
6 000 მეხი ეცემა დედამიწას;
იბადება 250 ადამიანი (მათგან 51 ინდოეთში);
კვდება 107 ადამიანი; მათგან 18 შიმშილით;
14 400 კმ-ს გაივლის მზის სისტემა გალაქტიკაზე;
100 000 ახალი ადამიანი რეგისტრირდება "თვითერზე";
10-ჯერ ვახამხამებთ თვალს;
ადამიანი ამოისუნთქავს 0.6 გ CO2-ს;
1 წუთი კოცნისას იწვება 26 კალორია;
100 საათიანი ვიდეო იტვირთება YouTube-ზე;
მობილურზე იწერება 47 000 ახალი პროგრამა;
ფილტვები 1.3 ლ სისხლს ფილტრავს;
200 000 000 ახალ უჯრედს ქმნის ჩვენი ორგანიზმი;
ლეოპარდი გაირბენს 2 კმ-ს;
შევარდენი გაიფრენს 5 კმ-ს;
Bugatti Veyron გაივლის 7 კმ-ს.
თქვენ რას ასწრებთ ერთ წუთში?