შინ მომზადებული საპონი ხელების გაუხეშებული კანისთვის - Marao

შინ მომზადებული საპონი ხელების გაუხეშებული კანისთვის

2017-10-26 12:04:31+04:00

სახლის პირობებში მომზადებული საპონი-სკრაბი ეფექტურად ასუფთავებს და შესანიშნავად არბილებს კანს ხელებზე.

ინგრედიენტები:

1 წილი სიმინდის ფქვილი;

1 წილი რძის ფხვნილი;

1 წილი საჭმლის სოდა.

ტიპი: ხელებისა და ფრჩხილების მოვლა;

დრო: 5 წუთი.

მომზადების წესი: ერთმანეთში აურიეთ სიმინდის ფქვილი, რძის ფხვნილი და საჭმლის სოდა. მოათავსეთ მასა პლასტმასის ქილაში.

გამოყენება: დაიყარეთ ცოტაოდენი მასა სველ ხელებზე, კარგად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და ჩამოიბანეთ.

შედეგი: საოცრად ნაზი და მოვლილი ხელები.

ასევე იხილეთ:

ფრჩხილების გასამაგრებელი იოდის აბაზანა