სახლის პირობებში მომზადებული საპონი-სკრაბი ეფექტურად ასუფთავებს და შესანიშნავად არბილებს კანს ხელებზე.
ინგრედიენტები:
1 წილი სიმინდის ფქვილი;
1 წილი რძის ფხვნილი;
1 წილი საჭმლის სოდა.
ტიპი: ხელებისა და ფრჩხილების მოვლა;
დრო: 5 წუთი.
მომზადების წესი: ერთმანეთში აურიეთ სიმინდის ფქვილი, რძის ფხვნილი და საჭმლის სოდა. მოათავსეთ მასა პლასტმასის ქილაში.
გამოყენება: დაიყარეთ ცოტაოდენი მასა სველ ხელებზე, კარგად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და ჩამოიბანეთ.
შედეგი: საოცრად ნაზი და მოვლილი ხელები.
ასევე იხილეთ:
ფრჩხილების გასამაგრებელი იოდის აბაზანა