ნიღაბი 6-8 კვირის განმავლობაში, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უნდა გაიკეთოთ. შემდეგ ეფექტის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ 1-2 კვირაში ერთხელ გაიკეთოთ ხოლმე.
დაგჭირდებათ:
1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული მწვანე ჩაი
1/2 კოვზი კაკაო
1 ჩ/კ თაფლი
ადუღებული წყალი
სურვილის მიხედვით, ნიღაბში შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ეთერზეთი დაამატოთ. აგრეთვე - ლიმონის წვენი, არაჟანი, ზეითუნისა და ნუშის ზეთები, ზეთოვანი "ე" ვიტამინი და ყველა ის კომპონენტი, რომელიც თქვენი სახის კანს უხდება.
კაკაო და დაქუცმაცებული მწვანე ჩაი ერთმანეთში გადაურიეთ და ცხელი წყალი დაასხით. სქელი ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. შეაგრილეთ და დაუმატეთ თაფლი. თუ მასა ძალიან სქელი გამოგივიდათ, ზეითუნის (ან ნებისმიერი: სიმინდის, მზესუმზირის) ზეთით გაათხელეთ.
კარგად გადაურიეთ და წინასწარ დაბანილ, ოდნავ ნამიან სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 20 წუთი და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.