ორსულობის შემდგომ სასურველი წონის დაბრუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
ზოგი ამას ახერხებს, ზოგისთვის კი შეუძლებელია. ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ ბავშვის გაჩენის შემდეგ არათუ სასურველი ფორმა დაიბრუნა, უფრო კარგ ფორმაში ჩადგა. როგორ მოახერხა ეს, ამის შესახებ ambebi.ge-ს უამბობს.
- როგორ დაიბრუნეთ სასურველი წონა ორსულობის შემდეგ?
- მთელი ცხოვრება 48 კილოგრამს ვიწონიდი, ორსულობის დროს კი 15 კილოგრამი მოვიმატე წონაში. 9 კილო ბავშვის გაჩენისთანავე დავიკელი, ასე ვთქვათ, სამშობიაროში დავტოვე. სანდროს გაჩენის შემდეგ დიეტაზე არ ვყოფილვარ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დავიკელი წონაში.
6 თვეში 18 კილო დავიკელი. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, შესაბამისად, არ შემეძლო ყველაფრის ჭამა. ისედაც პრეტენზიული მჭამელი ვარ, ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელსაც ვერ ვჭამ.
ბოლოს 45 კილო ვიყავი და დიდი ძალისხმევა დამჭირდა წონაში მოსამატებლად. დავდიოდი ენდოკრინოლოგთან, დიეტოლოგთან და მათი რეკომენდაციის მიხედვით ვიკვებებოდი, სამ საათში ერთხელ ვჭამდი საჭმელს, რამდენიმე კილო რომ მომემატებინა.
იხილეთ სრულად: ambebi.ge