ბლოგერი ელ ჩეიზი რამდენიმე მოსაზრებას გვიზიარებს იმის შესახებ, თუ რა გაიგო სექსისა და სიყვარულის შესახებ მას შემდეგ, რაც 40 წელი შეუსრულდა.
***გიყვარდეს და იყო ვინმეთი შეპყრობილი – ეს ორი სხვადასხვა რამ არის და ნუ აგერევათ ერთმანეთში.
***სექსი – ჭუჭყიანია. თქვენ დაგჭირდებათ პირსახოცი.
***როცა ცოლიან მამაკაცს ხვდებით, არასოდეს გაითვალისწინოთ სტატისტიკა, რომ თითქოს მამაკაცების 1% ცოლს საყვარლის გამო ტოვებს, რადგან – რაც უნდა გიმტკიცოთ ოქროს კოშკები, იცოდეთ, რომ ყოველ ედუარდ VIII-ზე, რომელმაც საყვარელი ქალის გამო ტახტზე უარი თქვა, მოდის 25 ისეთი, რომელიც არასოდეს იტყვის უარს ოჯახზე!
***ჯენტლმენის მანერები კარგი აღზრდის ბრალია და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება.
***პაემანზე ყოველთვის დაინტერესდით იმ პირობებით, რომელშიც ცხოვრობს თქვენი ვიზავი. თუ ის ცხოვრობს შენობაში, სადაც არ არსებობს წყალგაყვანილობა, დიდი შანსია, "იმის" გაკეთება მანქანაში მოგიხდეთ ხოლმე.
***მამაკაცებს, რომლებიც გაცნობის საეჭვო საიტებზე გაიცანით, არ აინტერესებთ, დაიბანეთ თუ არა იქამდე, სანამ მასთან დაწვებოდით. მათ უფრო ის აღელვებთ, დაბანილი ხომ არ ხართ. გაითვალისწინეთ ეს.
***მხოლოდ ხუთიდან ერთი მამაკაცი იქნება კარგი საწოლში იმდენად, რამდენადაც მას საკუთარ თავზე ამ საკითხში წარმოდგენა აქვს ან საუბრობს ამის შესახებ.
***გაიკეთეთ ბრაზილიური ეპილაცია იმ შემთხვევაში, თუკი ეს თქვენ გინდათ. მაგრამ თუკი ამას თქვენი საყვარელი მამაკაცი გაიძულებთ, უთხარით, რომ ჯერ თავად გაიკეთოს იგივე.
***მამაკაცს არ აინტერესებს, რა წარმოდგენა გაქვთ თქვენს საკუთარ სხეულზე.
***გეძინოს მარტო - ნაკლებად მარტოხელად გხდით, ვიდრე იწვე ადამიანთან, რომელთან ერთადაც აღარ ხარ.
***სექსუალური ქიმია და ვნება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა ისინი შესაძლოა, იყოს სხვადასხვაგვარი ფორმის, მოვიდეს სხვადასხვა შეფუთვით და ყოველთვის მაშინვე არა. მაგრამ თუკი მამაკაცმა სამი პაემნის შემდეგაც არ გააღვივა თქვენში ცეცხლი, ის ვეღარასოდეს გააკეთებს ამას.
***სოციალური ქსელები – საუკეთესო ადგილია ფლირტის სასწავლებლად.
***იმისათვის, რომ ბოლომდე შეაბას ქალი, მამაკაცს ერთი კვირა სჭირდება.
***არასოდეს გადადო დაქალებთან შეხვედრა პაემნის გამო. დაქალი შეუცვლელია, პაემანი კი - ჩანაცვლებადი.