პაპარაცები ჯოლი-პიტის წყვილს ერთი წუთითაც არ ტოვებენ უყურადღებოდ.
თავდაპირველად იმიჯშეცლილი ჯოლი კი ვერც კი იცნეს. ანჯელინამ თმა ქერად შეიღება, ბრედმა კი ულვაში მოიზარდა.
მსახიობებს სახეცვლილება ახალი ფილმისთვის დასჭირდათ, სადაც მოქმედება გასული საუკუნის 70-იან წლებში ხდება.
ჭორიკნები ვარაუდობენ, რომ 39 წლის ანჯელინა საკუთარი თმის ფერის ერთგული დარჩა და გრიმიორებმა ოსტატურად მოარგეს პარიკი, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მსახიობს უხდება კიდეც ოქროსფერი დალალები. არ გვეთანხმებით?