აქტივირებული ნახშირით გახდომის რამდენიმე მეთოდი - Marao

აქტივირებული ნახშირით გახდომის რამდენიმე მეთოდი

2014-11-07 14:47:48+04:00

აქტივირებული ნახშირი რომ წონაში კლებას უწყობს ხელს, ეს ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის. თუმცა არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც წონაში კლებას უფრო ეფექტურს ხდის.

ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით, თანდათანობით უმატებენ აქტივირებული ნახშირის დოზას, იქამდე, სანამ დღიური ნორმა შემდეგს არ მიაღწევს: თითო აბი ნახშირი საერთო წონის ყოველ 10 კილოგრამზე. ნახშირის მიღება აუცილებელია დაფხვნილი სახით უზმოზე, საუზმემდე 30-50 წუთით ადრე. უმჯობესია მიაყოლოთ სუფთა თბილი წყალი.

მეორე მეთოდი:

ამ მეთოდის შესასრულებლად თქვენ მოგიწევთ გაყოთ 10-12 აბი ნახშირი 5-7 მიღებაზე, რომლებსაც, რა თქმა უნდა, დაფხვნილს მიიღებთ და მიაყოლებთ ბევრ წყალს. ნახშირის მიღებებს შორის უნდა სვათ მწვანე ჩაი ან მინერალური (უგაზო) წყალი.

ნახშირის დიეტის პირველი ვარიანტი

საუზმე: 2 საშუალო ზომის მწვანე ჯიშის ვაშლი, 2 აბი აქტივირებული ნახშირი (დაფხვნილი), ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

მეორე საუზმე: ერთ ჭიქა კეფირში ჩაყარეთ დაჭრილი ნიახური ან ოხრახუში, დაუმატეთ ერთი ჭიქა წყალი და ასე მიირთვით.

სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ დაფხვნილი 2 აბი ნახშირი და მიაყოლეთ ბევრი წყალი.

სადილი: ჩათუთქული ბოსტნეული (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა კარტოფილისა), ერთი ჭიქა კეფირი დარიჩინით (დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი ფხვნილი) და ერთი ვაშლი ან გრეიპფრუტი.

სამხარი: ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი.

ვახშმამდე 40-50 წუთით ადრე მიიღეთ კიდევ 2 აბი დაფხვნილი ნახშირი.

ვახშამი: გრილზე მომზადებული 50 გრ თევზის ფილე ბოსტნეულის გარნირით, ასევე, კეფირი მწვანილით.

ძილის წინ მიიღეთ კიდევ 2 აბი დაფხვნილი ნახშირი, რომელსაც მიაყოლებთ თბილ წყალს (პატარა ყლუპებით).

მეორე ვარიანტი:

განტვირთვის ამ დღის ჩასატარებლად დაგჭირდებათ თაფლიანი წყლის წინასწარ მომზადება (დაახლოებით 3 ლიტრის). გახსენით ერთ ჭიქა დამდგარ წყალში ერთი ჩაის კოვზი თხელი თაფლი.

განტვირთვის დღის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი დღის განმავლობაში იღებთ 2-2 აბ აქტივირებულ ნახშირს და აყოლებთ თაფლიან წყალს (შეგიძლიათ ერთის გამოტოვებით თაფლიანი წყალი ჩაანაცვლოთ უბრალო წყლით).

ასევე იხილეთ:

აქტივირებული ნახშირისგან მომზადებული წამწამების ტუში

ნახშირის ნიღაბი ფორების გასასუფთავებლად

ნახშირის გელ-სკრაბი – გლუვი და სუფთა კანისთვის