ვაღიაროთ, რომ საკუთარი სხეულით კმაყოფილბი არ ვართ. თუნდაც, მოდელის ტანის გოგონებს ჰკითხეთ, არც მათ მოსწონთ საკუთარი თავი. თუ, რა თქმა უნდა, ისინი Victoria's Secret-ის "ანგელოზები" არ არიან, რომლებსაც უბადლო სხეულები აქვთ. ჩვენ შევადგინეთ 10 პუნქტი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ გახდომის დროა!
1. ქოშინი
გიჭირთ კიბეებზე სიარული? ნებისმიერი ვარჯიშის შემდეგ ქოშინი გეწყებათ? "გაგახარებთ" - ეს ჭარბი წონის მიზეზია. სხეული ფორმაში რომ მოიყვანოთ და მიღწეული შედეგი შეინარჩუნოთ, ყოველდღიურად უნდა ივარჯიშოთ. აგრეთვე სასარგებლოა ცურვა და რეგულარული სეირნობა სუფთა ჰაერზე. ფიზიკური აქტივობა ზედმეტ კალორიებსაც დაგაკარგვინებთ და მეტაბოლიზმსაც დააჩქარებს, რაც გადხომას უწყობს ხელს.
2. ხვრინვა
გარდა იმისა, რომ ქალისთვის ხვრინვა არაესთეტიურია, იგი ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. მიზეზი ზედმეტი კილოგრამებია. ყელის გარშემო არსებული ცხიმგროვები ავიწროებენ სასუნთქ სისტემას და სუნთქვის დროს პაუზებს იწვევენ, რაც მარტივად რომ ავხსნათ, ხვრინვის მიზეზია, სინამდვილეში კი, საკმაოდ საშიში შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
3. გამონაყარი სახესა და ტანზე
თუ სახესა და სხეულზე წითელი ლაქები გაგიჩნდათ, კოსმეტიკურ საშუალებებს ნუ დააბრალებთ, ეს ორგანიზმში ჭარბი ცხიმის შედეგია. მოერიდეთ ცხიმიანი საკვების მიღებას, შეამცირეთ ტკბილეული და, რა თქმა უნდა, დერმატოლოგთანაც ჩაეწერეთ.
4. ქრონიკული დაღლილობა
ზედმეტი წონა მარტო ფიზიკური კი ემოციური დატვირთვაცაა. აღარაფერი გაინტერესებთ, მუდმივად დეპრესიაში ხართ, დაღლილობას გაღვიძებისთანავე გრძნობთ. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ გახდომის დროა და ორშაბათიდან, ახალი წლიდან კი არა, ახლავე უნდა დაიწყოთ ფორმაში ჩადგომა.
5. მუდმივი შიმშილის გრძნობა
თუ მუდმივად შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, ამას ორი მიზეზი აქვს: ან არაჯანსაღ საკვებს (კანფეტები, ბურგერები) მიირთმევთ, ან ორგანიზმი მიგანიშნებთ, რომ დიაბეტი გაქვთ. დააკვირდით საკუთარ თავს: თუ მხედველობა გაგიუარსედათ, მუდმივად წყურვილის გრძნობას განიცდით, კიდურებში მჩხველეტავ და მტეხავ შეგრძნებებს გრძნობთ, ჩაიტარეთ გამოკვლევა, სისხლის ანალიზი მაინც ჩააბარეთ შაქარზე.
6. მაღალი წნევა
მაღალი წნევისა და ქოლესტერინის დონის დაწევას მხოლოდ ზედმეტი წონის დაკლების შემდეგ შეძლებთ.
7. არაიდეალური ფიგურა
ჩამოკიდული გვერდები, მოთანთალებული მუცელი და ცელულიტი - ზედმეტი წონის შედეგია, რომელსაც თქვენ გარდა გარშემო მყოფებიც ამჩნევენ. საყვარელ ჯინსში რომ ჩაეტიოთ, სულ ცოტა ზედმეტად უნდა დაატანოთ საკუთარ თავს ძალა და ივარჯიშოთ. შეადგინეთ თქვენთვის სასურველი მენიუ, რომელშიც არ ექნება ადგილი ტკბილეულს, თეთრი ფქვილის ნაწარმს, ცხიმიან საკვებს.
გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, ქათმის ხორცით და ნურც წყალი დაგავიწყდებათ (დღეში 2 ლიტრი); კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე (წიწიბურაზე, ვაშლზე); აიღეთ აუზის აბონიმენტი; დაიწყეთ ვარჯიში. და სულ ცოტა ხანში მიხვდებით, რომ საყვარელ ჯინსშიც ეტევით, გარშემო მყოფები კრიტიკულად აღარ აფასებენ თქვენ გარეგნობას და ქუჩაში მამაკაცებიც გაყოლებენ თვალს.
8. კიბოსკენ მიდრეკილება
კიბოს საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ ჭარბ წონას ჰორმონ ესტროგენის ჭარბი გამომუშავება მოჰყვება, რაც სარძევე ჯირკვლებისა და სიმსიმვნეების გამომწვევი მიზეზია. თუ თქვენს ნათესავებს ოდესმე კიბო ჰქონიათ, საკუთარი თავი მარწუხებში უნდა მოაქციოთ და არც ერთი ზედმეტი გრამის მომატების უფლება არ უნდა მისცეთ.
9. ტკივილი წელის არეში
წედმეტი წონა ხერხემლისთვის დამატებითი დატვირთვაა. სანამ მორიგ ჰამბურგერს შეჭამდეთ, დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, წამიერი სიამოვნება თუ ხერხემლის ჯანმრთელობა.
10. ცვალებადი წონა
გოგონები 19 წლამდე იზრებიან, ბიჭები - 25-მდე. სიმაღლის პარალელურად ადამიანი წონაშიც იმატებს. მაგრამ თუ სასწორი ზრდის ასაკის გადალახვის შემდეგ ყოველჯერზე ერთ-ორი კილოთი მეტს გიჩვენებთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, კვების რაციონს, იაქტიურეთ და ზედმეტ კილოგრამებს აღარ აკრიფავთ.