ევროპულ ქვეყნებში, პირად სტილისტთან ერთად, ბევრი ქალბატონი სარგებლობს ასტროლოგის რჩევებით იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ტიპის, ფასონის და ფერის სამოსის ტარება წარმოაჩენს მის იმიჯს უკეთ, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
ამჯერად ყველა ქალის უმთავრეს სისუსტეზე - ფეხსაცმელებზე ვისაუბრებთ. გიფიქრიათ რატომ ირჩევს ზოგიერთი მაღალქუსლიან, დახვეწილ ფეხსაცმელს მაშინ, როცა ზოგი უპირატესობას ე.წ. ბალერინებს ან სულაც სპორტულ კედებს ანიჭებს? ჰოდა, როგორც გაირკვა ამ ყველაფერში ზოდიაქოს ნიშანი და მისთვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხებია "დამნაშავე":
ვერძი ქალები აქტიურ, დინამიკურ ცხოვრებას ეწევიან. ამიტომ მათთვის ფეხსაცმელი პრაქტიკული და მოსახერხებელი უნდა იყოს პირველ რიგში. ისინი უპირატესობას ანიჭებენ საშუალო სისქის და სიმაღლის ქუსლს, მოსახერხებელ კალაპოტს და ფეხსაცმლის მარტივ სტრუქტურას - ყოველგვარი თასმის, ელვა-შესაკრავის და ა.შ. გარეშე.
კურო ქალები გრაციოზულები და დინჯები არიან. მათზე ძალიან მოქმედებს მასშტაბურობა. შესაბამისად, ხშირად აჩერებენ არჩევანს მასიური ძირის მქონე ფეხსაცმელზე, ე.წ. პლატფორმაზე. ამას გარდა, მათ კლასიკური "შპილკებიც" არანაკლებ მოსწონთ და იხდენენ.
ტყუპი მოძრავი, ბავშვური და არაპროგნოზირებადი ქალების ნიშანია. ასეთ ქალს ხშირად მოსწონს ფერადი, არასტანდარტული დიზაინის, პეპლებით ან ყვავილებით გაფორმებული ფეხსაცმელი. ბევრი მათგანი ანიჭებს უპირატესობას სანდლებსა და სპორტულ კედებს, თუნდაც ოფიციალურ სამოსთან შეხამებისას.
კირჩხიბი ქალური, დახვეწილი და მომხიბვლელია. ასეთ ქალებს მოსწონთ საკუთარი ქალურობის ხაზგასმა და წარმოჩენა. ისინი იდეალურად ირგებენ დახვეწილ, კლასიკური სტილის მაღალქუსლიან "ნავებს" ან სხვა ტიპის, მოდურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომელიც ფეხს ვიზუალურად უფრო ლამაზსა და მოხდენილს ხდის.
ლომი ქალები ეპატაჟის მოყვარული ინდივიდები არიან. მათთვის აუცილებელია ფეხსაცმელი, რომელიც საშუალებას მისცემს, საზოგადოებაში იბრწყინოს. ამიტომაც ანიჭებენ ისინი უპირატესობას ოქროსფერ, ვერცხლისფერ, ბეწვით ან მბრწყინავი ფაქტურით გაწყობილ ფეხსაცმელებს - აუცილებლად ქუსლზე და ხშირად პლატფორმით.
ქალწულებს მინიმალიზმი და ხარისხი უყვართ ყველაფერში, მათ შორის, ჩაცმულობაში. ამიტომ ბევრი ქალწული აქცევს მაქსიმალურ ყურადღებას იმას, თუ რა მასალისგან და რამდენად კარგადაა შეკერილი ფეხსაცმელი. მათთვის კომფორტული ფეხსაცმელებია მისაღები, ხშირად ირჩევენ ე.წ. ბალერინებს, დაბალძირიან ბათინკებს ან ჩექმებს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge