რისთვის: თმის აღდგენა, მოცულობა, ქერტლი, ცვენა.
ინგრედიენტები: 1 ფლაკონი აბუსალათინის ზეთი.
ტიპი: შენაღები თმა.
დრო: 60 წუთი
აბუსალათინის ზეთი შესანიშნავად აღადგენს ძალიან მშრალ, დაზიანებულ და დასუსტებულ თმას. კვებავს მას, ანიჭებს სიბზინვარეს.
მომზადების წესი:
- ჩადგით აბუსალათინის ზეთის ფლაკონი ცხელ წყალში 15 წუთით, ზეთი შეთბება.
- შპრიცით (ნემსის გარეშე) ამოიღეთ ზეთი ფლაკონიდან.
გამოყენება:
შპრიცით დაისხით ზეთი თმის განაყოფებში. შეიზილეთ თითებით მთელ თმაში.
შეიფუთეთ ცელოფნით და შემდეგ თბილი პირსახოცით. გაიჩერეთ 1 საათი.
ჩამოიბანეთ შამპუნით 2-3-ჯერ.
რეკომენდაციები:
იმისათვის, რომ ნიღაბი ადვილად შეითვისოს თმამ, ზეთი უნდა იყოს ცხელი. ამიტომაც არის, რომ გამოყენებამდე მას ვათბობთ, შემდეგ კი თბილად ვიფუთავთ თმას.
ინტენსიური მკურნალობისთვის ზეთი შეიზილეთ დღეგამოშვებით. ჯანმრთელი თმის შესანარჩუნებლად კი – კვირაში ერთხელ.
შედეგი:
თმის გასაოცარი მოცულობა, სიძლიერე, კვება და ბზინვარება.