არსებობს ერთი დაუწერელი კანონი: თუ არ იცით, როგორ წაისვათ წითელი პომადა, უმჯობესია, საერთოდ არ წაისვათ ის!
1. პირველ რიგში, წაისვით ტონი სახეზე.
2. შემდეგ დაიფარეთ ტუჩები ბალზამით ან მენთოლიანი მბზინავი საცხით.
3. ფაქიზად შეიმშრალეთ ხელსახოცით.
4. შემოიტარეთ ტუჩის ფანქარი კონტურზე (გამჭვირვალე ან ზუსტად პომადის ფერი).
5. სპეციალური ფუნჯის მეშვეობით წაისვით წითელი პომადა.
6. მდგრადობისთვის შეიმშრალეთ ტუჩები ხელსახოცით, შემდეგ კიდევ ერთხელ გადაისვით პომადა.
7. ტუჩის კუთხეებში წაისვით შავი პომადა ან შავი ფანქარი. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალოდ რამდენიმე ტონით მუქი პომადა.
8. კარგად გაინაწილეთ.
9. დაბოლოს, გადაისვით გამჭვირვალე ან წითელი ტუჩის მბზინავი საცხი ("ბლესკი").
ასევე იხილეთ:
ვის უხდება და ვის არა ტუჩისფერი პომადა
5 ნაბიჯი იდეალური წითელი ტუჩებისკენ – როგორ იხდენენ ამ ფერს ვარსკვლავები?
მაკიაჟის უნივერსალური ხრიკები