სწრაფად და მარტივად მზადდება სპრეი, რომლითაც სამზარეულოს სრულ წესრიგში მოიყვანთ.
დაგჭირდებათ:
1 ჭიქა გაფილტრული წყალი (შეგიძლიათ ჩვეულებრივიც აიღოთ).
ნახევარი ჭიქა გაზავებული 40-გრადუსიანი სპირტი.
ნახევარი ჭიქა ძმარი.
ნახევარი ჩაის კოვზი ფორთოხლის ეთერზეთი (იგი კარგად ასუფთავებს ცხიმებს).
არომატისთვის შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი სუნის მქონე ეთერზეთიც ჩაამატოთ, მაგალითად, ევკალიპტის, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისებაც აქვს.
ყველა ინგრედიენტი პულველიზატორიან ბოთლში ჩაასხით და კარგად შეანჯღრიეთ. სამზარეულოს უნივერსალური სითხე მზადაა! ამ სითხით სამზარეულოში ნებისმიერი ზედაპირის გასუფთავება შეგიძლიათ. გასაწმენდ სიბრტყეზე შეასხურეთ სითხე, დაელოდეთ 15-20 წუთი და ღრუბლით მოწმინდეთ. თანაც, სამზარეულოში სასიამოვნო სუნი დატრიალდება.
არ დაგავიწყდეთ, გამოყენებამდე სითხიანი ბოთლი უნდა შეანჯღრიოთ.