Pirelli-ს ახალი, 2015 წლის სექსუალური კალენდარი ცნობილი ტოპ-მოდელების მონაწილეობით (+ფოტო) - Marao

Pirelli-ს ახალი, 2015 წლის სექსუალური კალენდარი ცნობილი ტოპ-მოდელების მონაწილეობით (+ფოტო)

2014-11-22 11:00:20+04:00

Pirelli-ს კალენდარი პირველად 1964 წელს გამოსცეს, დღეს ის უკვე დამოუკიდებელ, სოციოკულტურულ პროექტად ითვლება.

იხილეთ ფოტოგალერეა

თავად კომპანია საკუთარ საიტზე კალენდარს ხატს უწოდებს "კომუნიკაციის დარგში".

ჩვეულებრივი, კორპორატიულ-სუვენირული პროდუქციიდან, კალენდარი გადაიქცა, "ექსკლუზიურ პროდუქტად ძლიერი ესთეტიკური და კულტურული იერით". - ამბობენ კალენდრის შემქმნელები.

გადაღებებისთვის Pirelliყოველთვის მსოფლიოს ცნობილ ფოტოგრაფებსა და მოდელებს იწვევს.

კალენდრის გამოცემისთვის კომპანია წელიწადში 2 მილიონ დოლარს ხარჯავს. Pirelli-ს ტოპ-მენეჯერის, ჯოაკიმო დელ ბალცოს თქმით, ეს არ არის დიდი თანხა, რადგან მოდელები, რომლებსაც კალენდარში გამოჩენა დამატებით სახელს სძენს, მცირე ჰონორარზე თანხმდებიან, ხოლო ფოტოგრაფების ჰონორარი 50-60 %-ით ნაკლებია, ვიდრე მათი ანაზღარურება სხვა სამუშაოში.

იხილეთ ფოტოგალერეა

ფოტოგრაფებისთვის კალენდარზე მუშაობა კომფორტულია, რადგან მათ სრული თავისუფლება აქვთ მუშაობის დროს. ტოპ-მენეჯერის თქმით, კალენდრიდან PR-შემოსავალი ყოევლწლიურად 300-350 ათას დოლარად შეიძლება შეფასდეს.

მოდელებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა დროს Pirelli-ს გადაღებებში მიუღიათ მონაწილეობა არიან: ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კეიტ მოსი, ნადია აურმანი და სხვანი. ხოლო 2007 წლის კალენდარში 73 წლის სოფი ლორენია გადაღებული.

ადრიანა ლიმასთან, ნატალია ვოდიანოვასთან და სხვა ტოპ-მოდელებთან ერთად ახალ, 2015 წლის კალენდარში იხილავთ ყველაზე სრული ფორმების მოდელს კენდის ჰაფინს.

წელს, Pirelli-მ ფოტოგრაფი სტივენ მიზელი მიიწვია გადაღებებზე სამუშაოდ. ფოტოხელოვანის ნამუშევრებს შორის  ცნობილია 1992 წელს გამოსული წიგნი "მადონას სექსი".

იხილეთ ფოტოგალერეა