თვითნაკეთი სახის ასახევი ნიღაბი: "ძირს ფერიმჭამელები" - Marao

თვითნაკეთი სახის ასახევი ნიღაბი: "ძირს ფერიმჭამელები"

2017-11-01 11:43:21+04:00

ინგრედიენტები: ჟელატინი, რძე.

მომზადების წესი: ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი + ერთი სუფრის კოვზი რძე.

აურიეთ, შედგით მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით, გააგრილეთ.

გამოყენება: წაისვით სქლად ცხვირსა და ლოყებზე – გაიჩერეთ 10 წუთი, სანამ არ გაშრება და აიხიეთ!

შედეგი: ყველა შავი წერტილი ამოვა და შერჩება ჟელატინის ნიღაბს.

მსგავსი ასახევი ნიღბები კოსმეტიკის მაღაზიებშიც იყიდება, თუმცა ისინი შედარებით ძვირი დაგიჯდებათ. თქვენი ხელით მომზადებულ ნიღაბს შედეგი ზუსტად იგივე აქვს.

ასევე იხილეთ:

4 სუპერ-ნიღაბი სახეზე შავი წერტილების მოსაშორებლად

ნიღაბი-მასაჟორი სახიდან შავი წერტილების მოსაცილებლად

ფერიმჭამელების მოსაცილებელი უმარტივესი მეთოდი – დაგჭირდებათ მხოლოდ 5 წუთი