ნიღაბი-მასაჟორი სახიდან შავი წერტილების მოსაცილებლად - Marao

ნიღაბი-მასაჟორი სახიდან შავი წერტილების მოსაცილებლად

2014-09-15 11:33:35+04:00

აურიეთ 1 კვერცხის ცილა და 1 სუფრის კოვზი შაქარი, ათქვიფეთ ისე, რომ შაქარი სრულად გაიხსნას.

დაიდეთ მომზადებული ბეზეს ნახევარი სახეზე და გაიჩერეთ იმდენ ხანს, სანამ ნიღაბი არ გაშრება. შემდეგ წაისვით დარჩენილი მასა კიდევ ერთ ფენად და დაიწყეთ თითის ბალიშების მასაჟი მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით.

ამ დროს ფორებიდან აქტიურად გამოდის ყველაფერი, რაც იქ დაგროვდა. ბოლოს ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ასევე იხილეთ:

შვრიით სახის დაბანა – სუპერეფექტი!

სახის ღრმა წმენდა სახლის პირობებში. ნაცადია!!!

როგორ მოვიშოროთ სწრაფად და ეფექტურად სახიდან შავი წერტილები (ფერიმჭამელები)