გამოშვების წლები -1974, 1986, 1998, 2010
ჩინური დასახელება: ბოდიში და, ხუ..
ელემენტი: კარბონი
ზოგადი აღწერა - ვეფხვის წელში გამოშვებული ავტომობილი უდისციპლინო, ადვილად აღგზნებადი და ჯიუტია! იგი იმავე მასალით და ტექნოლოგიით არის აწყობილი, რომლითაც დიადი სარბოლო ავტომობილები. ამიტომაც მისი სლოგანია: "დავეწიოთ და გავუსწროთ ყველას!!!".
ხანდახან მისი გიჟური ხასიათის აყოლა ადრენალინის თვიური ნორმით დაგასაჩუქრებთ, მაგრამ უსაფრთხოებაც არ დაგავიწყდეთ. მისი სწრაფვა რისკისადმი დაუცხრომელია და ისეთი მაგნეტიზმი აქვს, რომ ამ მორევში თქვენც ჩაგითრევთ. ამიტომ გახსოვდეთ, აგრძნობინეთ ვეფხვ მანქანას, რომ საბარგული დააყენოს, თორემ უსიამოვნებას ვერ ასცდებით (ასევე, ვერ ასცდებით ბორდიურს, წყნარად გაჩერებულ ტაქსის და ჯარიმას).
თუმცა მცოდნე და გამოცდილი პატრონის ხელში შეუძლია აღიარებასაც მიაღწიოს და მისი დრიფტი ქართულ ინტერნეტსივრცის იუზერებმა ატვირთონ სახელით "აუუ, ყველამ ნახეეეთ! ადმინ აპინე".
ვეფხვომობილი მეწვრილმანეა, საჭის ერთი არაზუსტი მოძრაობა შეიძლება წყენად მიიღოს და მთლიანად უგულებელყოს მოძრაობის წესები, რომლებიც ისედაც გულზე არ ეხატება.
საერთოდ, საჭე ამ ნიშნის ქვეშ გამოშვებული ახალი მოდელების სუსტი წერტილია. მათმა მულტი-საჭეებმა იმდენი ფუნქცია იკისრა, რომ სპეც-მომზადების გარეშე მოსახვევში შესვლისას აუცილებლად შემოგექმნებათ ახალი პლეილისტი თქვენს პლეიერში, თქვენდაუნებურად დააყენებთ აქსელერაციის ლიმიტერს და დარეკავთ იაპონიაში.
იხილეთ ვრცლად