საზამთროა, მაგრამ საზაფხულო. ამიტომაც ორი სეზონის. იდეა ზაფხულმა შთააგონა. საზამთრო არ უყვარს. ფერი და არომატი - მმმმ!
ფოტოგრაფ შოთიკო ბოჭორიშვილისა და მოდელ კრისტის "საზამთრო" -
"ბომონდის" სპეციალური ფოტოპროექტი ზაფხულის მიწურულს.
ეს მორიგი პროექტია. მანამდე კი იყო ახალი იდეა, განსხვავებული და კრეატიული - შვიდი ცნობილი სახე ერთ პროექტში, დილიდან საღამომდე, შოთიკოს დაჭერილ კადრში - 12 PM.
ამ ერთს მომდევნო მოჰყვება, პროექტმა გაამართლა, იდეა კი კვლავ ცოცხლობს, ფიქრისა და ჩამოყალიბების პროცესშია...
იდეა მოულოდნელად ჩნდება, ზოგჯერ ძილის წინ ფიქრებში მოდის. მერე თავით დაატარებს, ხვეწს, გამუდმებით ფიქრობს, ფიქრობს, ფიქრობს...
დიდი ხნის ნაფიქრი კი ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით იშვება. ეს შემოქმედებითი პროცესია - რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო.
გზა ფოტოგრაფობამდე მისთვის ისევ ფოტოგრაფიის გზით მოდის. ჯერ იყო და, მუსიკით იყო გატაცებული, თინეიჯერი ალტერნატიულ მუსიკას სთავაზობდა მსმენელს...
მერე რეჟისორობა გადაწყვიტა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა და თეატრალური უნივერსიტეტის კინო-ტელე მხატვრული ფოტოგრაფიის სპეციალობა დაამთავრა.
შოთიკოს ფოტოგრაფიული ცხოვრება ეტაპებად იყოფა - იყო დრო, როდესაც დოკუმენტალური მიმართულებით იყო გატაცებული, შემდეგ რეპორტაჟებს აკეთებდა, ახლა მოდის ფოტოგრაფიითაა დაკავებული.
ყველა ეტაპი პროფესიულად ზრდის და ამდიდრებს. ესეც მორიგია... გზა კი დიდი ხელოვნებისკენ ვრცელია და ულევი, ფანტაზია უშრეტი, შესაძლებლობები - ადეკვატური...
Good Luck, შოთიკო!..
მოდელი: კრისტი
ფოტოგრაფი: შოთიკო ბოჭორიშვილი
გადაღების ადგილი: კრწანისის საცურაო აუზი
იხილეთ ფოტოგალერეა