”მაპატიეთ, მთელი დღე ვერ მოვახერხე, შეგხმიანებოდით, რადგანაც ძალიან აღელვებული ვიყავი მარიამის გამო. უბრალოდ, გუშინ არ ჩავთვალე საჭიროდ ამის დაწერა.
საქმე იმაშია, რომ ერთი თვეა იტკიებს მარჯვენა ფერდთან ერთ ადგილს, გაუსაძლისი ტკივილები აქვს და სულ გამაყუჩებელს სვამს.
ვეხვეწები, წამომყვეს ექიმთან, მაგრამ არ მომყვება. კვირას პროექტის ექიმმა ძალით წაიყვანა საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ გაბზარული ნეკნით დადიოდა; აღარ ვამბობ, რომ ცეკვავდა! ბოლო ოთხი ტურის განმავლობაში.
მალავდა, რომ არ გვეთქვა და პროექტი არ დაეტოვებინა.
ნორმალურია ეს საქციელი?! გულშემოყრილი ვარ. შეხორცება დაწყებული აქვს, მაგრამ ტკივილი ძლიერია. გუშინ გამაყუჩებლებით და მოყინვით იცეკვა. ჩემი ასლია, ტკივილს ითმენს”, - წერს თამრიკო ჭოხონელიძე.
იხილეთ სრულად