აიღეთ 1 ლიტრი რძე, 1 სუფრის კოვზი თაფლი და სურვილისამებრ, რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული ნარევი ჩაასხით სავსე აბაზანაში და ჩაწექით 10-15 წუთი.
ამ აბაზანას იმიტომ ჰქვია "ზარმაცებისთვის", რომ ფაქტობრივად, არაფერს აკეთებთ, ხოლო თქვენი კანი აბაზანის მიღების შემდეგ საოცრად ნაზი და გლუვი გახდება.
მთავარია, აბაზანის შემდეგ არ დაიბანოთ საპნით ან შხაპის გელით.
ასევე იხილეთ:
თავის მოვლის ერთკვირიანი გრაფიკი, რომლისთვისაც დღეში მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ
სახის კანის გასაახალგაზრდავებელი, თაფლისა და რძისგან მომზადებული ცხელი აბაზანა