ჩვეულებრივ სოდას ჯადოსნური ეფექტის მოხდენა შეუძლია. თუ არ გჯერათ, სცადეთ. ხუთ რეცეპტს გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
პირველი რეცეპტი
მსუბუქი პილინგი სოდით. იგი კანიდან მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ. ამისათვის, იმ კოსმეტიკურ საშუალებაში, რომლითაც პირს იბანთ (შეგიძლიათ სოდა ნამიან სახეზე წრიული მოძრაობებითაც შეიზილოთ, ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების გარეშე), ცოტა ცოდა შეურიეთ და წრიული მოძრაობებით დაიმუშავეთ სახის კანი. სოდიანი პილინგი მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვისაც სასარგებლოა. ამ შემთხვევაში მას ანთებსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
მეორე რეცეპტი
თუ პრობლემური კანი გაქვთ, შემდეგი ნიღაბი თქვენთვისაა. მის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზი ფქვილს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. გახსენით თბილ წყალში. ფაფისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. ნიღაბი წაისვით სუფთა სახეზე. გაიჩერეთ 10-15 წუთი, ჩამოიბანეთ თბილ წყლაში დასველებული ბამბის დისკით. სასურველია, ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.
მესამე რეცეპტი
სოდით მუწუკებისა და აკნეს განკურნებაც შეიძლება. ამისათვის სოდა წყალში გახსენით სოდა, ფაფისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. წაისვით პრობლემურ ადგილებზე და რამდენიმე საათი გაიჩერეთ. სოდიანი მასა კარგად ებრძვის გაღიზიანებას და კანზე წარმოქმნილ ანთებით პროცესებს.
მეოთხე რეცეპტი
თუ ხშირად ხმარობთ თმის ლაკს, გელსა და მუსს, თმიდან მათ ჩამოსაშორებლად ისევ სოდა გამოგადგებათ. ამისათვის, შამპუნში შეურიეთ სოდა, პროპორციით - 4:1 და თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ. შედეგი თავადაც გაგაოცებთ. თმა მბზინვარე და რბილი გაგიხდებათ.
მეხუთე რეცეპტი
სოდის დახმარებით ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნა შეგიძლიათ. თუ შეამჩნიეთ, რომ ხშირად გისივდებათ თვალის უპეები და ქუთუთოები, საჭიროა, სოდას მიმართოთ საშველად. აიღეთ 1 ჭიქა წყალი და გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი სოდა. დაასველეთ მასში ბამბის დისკი და 10-15 წუთით დაიდეთ შეშუპებულ ადგილებზე.