კეფირის ერთკვირიანი დიეტა, მინუს 4-6 კგ - Marao

კეფირის ერთკვირიანი დიეტა, მინუს 4-6 კგ

2015-03-27 14:53:50+04:00

კეფირის დიეტით ერთ კვირაში 4-დან 6 კგ-მდე დაიკლებთ.

პირველი დღე – 1,5 ლ კეფირი და 5 მოხარშული კარტოფილი;

მეორე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მოხარშული ქათმის ხორცი (უკეთესია თეთრი ხორცი);

მესამე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მჭლე ხორცი (ხბოსი ან საქონლის);

მეოთხე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მოხარშული თევზი.

მეხუთე დღე – 1,5 კეფირი, პლუს ბოსტნეული და ხილი (გარდა ყურძნისა და ბანანისა).

მეექვსე დღე – 1,5 ლ კეფირი.

მეშვიდე დღე – მინერალური წყალი ნებისმიერი რაოდენობით.

ყველა პროდუქტი უნდა იყოს მარილისა და შაქრის გარეშე მომზადებული. დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული თვეში ერთ კვირაზე მეტხანს.

კეფირის დღიური ნორმა უნდა სვათ თითო ჭიქით 3-4 საათის ინტერვალებით.

არ არის აუცილებელი, კეფირი იყოს ერთგვაროვანი. შეგიძლიათ, მაგალითად, დილით დალიოთ ჩვეულებრივი, უცხიმო, შემდეგ ბიფიდოკეფირი, ხოლო საღამოს – ხილის.

დიეტის დროს არ არის რეკომენდებული ჩაი და ყავა.

ასევე იხილეთ:

თუ ამ სასმელს საღამოს დალევთ, დილით 1,5 კილოგრამით ნაკლები იქნებით

რამდენიმე მეთოდი დღეში 100 კალორიის მოსაშორებლად. ამოირჩიე ნებისმიერი