თუ ქვემოთ მოცემულ კალორიულ პროდუქტებს სხვა, არანაკლებ გემრიელი საკვებით ჩაანაცვლებთ, დღეში მინიმუმ 100 კალორიისგან გათავისუფლდებით. ეს კი არც ისე ცოტაა.
1. საუზმეზე კარაქის ნაცვლად ტოსტზე ერთი კოვზი ხილის ჯემი წაისვი.
2. ცხიმიანი რძე უცხიმოთი შეცვალე.
3. ორი შემწვარი კვერცხის ნაცვლად თოხლოდ მოხარშული მიირთვი.
4. თუ წახემსება მოგინდა – უარი თქვი შოკოლადზე და მიირთვი ბანანი ან ფორთოხალი.
5. 30 გრ მარილიანი არაქისის ნაცვლად შეგიძლია 35 გრ მარილიანი კრენდელები მიირთვა.
6. თუ ხორცს ბოსტნეულით ამზადებ, ხორცის ნახევარი შამპინიონებით შეცვალე.
7. როცა სალათას ამზადებ, გამოიყენე კოვზნახევარი უცხიმო მაიონეზი ცხიმიანის ნაცვლად. უკეთესია, თუ საერთოდ არ გამოიყენებ.
8. სჯობს, ორთქლზე მოამზადო ბოსტნეული, ვიდრე ცხიმში შეწვა.
9. 150 გრ ღვინო ერთი ბოთლი მინერალურით შეცვალე.
10. გინდა რამით წაიცმუცნო? ერთი მუჭა ჩირი უკეთესი იქნება, ვიდრე კარამელის კანფეტები.
11. ბუტერბროდებისთვის მხოლოდ უსაფუვრო პური გამოიყენე.
12. უარი თქვი ხილის კექსზე, უბრალო კექსის სასარგებლოდ.
13. თუ კაფეში ყოფნისას ძალიან მოგინდა შოკოლადის ტორტი, მთელ ნაჭერს ნუ შეჭამ, დატოვე მესამედი თეფშზე; ან უბრალოდ, გაუნაწილე სხვას.
14. დაიმახსოვრე, კარამელიანი პოპკორნი ბევრად კალორიულია, ვიდრე კარამელის გარეშე.
15. შავი ქლიავი კი ბევრად ჯობია იმავე შავ ქლიავს იოგურტში.
16. უარი თქვი ხილის იოგურტებზე, სჯობს მიირთვა ნატურალური, უშაქრო ბიოიოგურტი, რომელიც ნამდვილად სასარგებლოა შენი სხეულისთვის.
17. ნუ გადასანსლავ 5-ივე შოკოლადის კანფეტს, 2 მეორე დღისთვის გადადე.
18. ყავას რძით სვამ? მაშინ უცხიმო რძე გამოიყენე.
19. თუ არჩევანი მოხარშულ ან შემწვარ შამპინიონებზე მიდგა, მოხარშული აირჩიე.
20. გიყვარს შოკოლადის ნაყინი? შეცვალე ის 2/3 გაყინული შოკოლადის უცხიმო იოგურტით.
21. პეპერონის ნაცვლად, უბრალო ყველის პიცა შეუკვეთე.
ასევე იხილეთ:
დავითვალოთ კალორიები-იცოდეთ რას და რამდენს მიირთმევთ
კალორიების ცხრილი. ჩაინიშნეთ!
რისი გაკეთება მოგიწევთ იმისათვის, რომ დაწვათ ტკბილეულისგან მიღებული კალორიები