თუ შეყვარებულთან პაემნის ან მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრის წინა საღამოს სახეზე აკნე გაგიჩნდა და იგი ვერაფრით გაიქრე, პრობლემას ჩვეულებრივი ვაშლი მოგიგვარებს.
დაგჭირდება: ვაშლის ნაჭერი და წყალი.
ვაშლის ნაჭერი მდუღარე წყალში ჩაუშვი. როგორც კი დარბილდება, ამოიღე წყლიდან და მუწუკზე მიიდე. სასურველია, ვაშლის ნაჭერი მთელი ღამე დაიტოვო პრობლემურ ადგილზე.
იგი შეგიძლია ლეიკოპლასტირით მიიკრა. ვაშლში არსებული ანტისეპტიკური საშუალებები ბაქტერიებსა და ინფექციებს ებრძვის. გარდა ამისა, ვაშლში არის ალფა-ჰიდრომჟავა, რომელიც აღწევს ფორებში და შიგნიდან ასუფთავებს მათ.
ვაშლი მხოლოდ მუწუკების მოსაშორებლად კი არა, იარების შესახორცებლად და გალურჯებების გასაქრობად შეგიძლია გამოიყენო.