ეს ჯადოსნური ნიღაბი სხვებისთვის ყველაზე თვალშისაცემ, შენთვის კი ყველაზე არასასურველ ნაოჭებს - ცხვირ-პირის, ზედა ტუჩზე და თვალის გარშემო - გაგიქრობს.
შედეგი უკვე ერთ კვირაში გახდება თვალშისაცემი.
დაგჭირდება: 100 გრამი კარაქი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1/3 ჭიქა ალოეს წვენი, 1 ჭიქა ნატურალური თაფლი და ახალგამოწურული ლიმონის წვენი 1 ს/კ, რამდენიმე წვეთი "ა" ვიტამინი.
კარაქი და ზეთი ერთმანეთში მორევით გახსენი, დაუმატე ალოეს წვენი და თაფლი. თუ მშრალი კანი გაქვს, "ა" ვიტამინი აურიე, თუ ცხიმიანი - ლიმონის წვენი.
კრემი სახეზე თბილი უნდა წაისვა. ამისათვის, წასმამდე ცოტა ხნით ადრე ხელისგულებით გაათბე. სახეზე თხლად გადაისვი და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეიზილე. კრემი სახეზე 20-30 წუთი გაიჩერე და ბამბის დისკით მოიცილე.