სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ვარსკვლავები ერთმანეთს მკერდის სიდიდეში ეჯიბრებოდნენ, მაგრამ ახლა პირიქით, სულ უფრო ხშირად ცნობილი ქალები იპატარავებენ მკერდს, მათ მაგალითს კი ბევრი სუსტი სქესის წარმომადგენელი მიჰყვება.
იხილეთ ფოტოგალერეა
პლასტიკური ქირურგები ადასტურებენ: ფორმები "ნესვი" და "გრეიპფრუტი" – შეგიძლიათ უკვე დაივიწყოთ. ქალებმა, როგორც იქნა, სათანადოდ შეაფასეს პატარა მკერდის უპირატესობა და აღარ რცხვენიათ მისი თამამად გამოჩენის!
პამელა ანდერსონმა და ვიქტორია ბექჰემმა თავის დროს ერთ-ერთმა პირველებმა მიმართეს პლასტიკურ ქირურგიას მკერდის გასაზრდელად. ბევრი წელი ცნობილი ქალბატონები ამაყად აჩენდნენ სავსე "სილიკონის" დეკოლტეს, მაგრამ ახლა მოიშორეს იმპლანტანტები.
ახლა მალიბუს ყოფილ "მაშველს" და ექს "Spice Girls"-ს ბევრად რეალური პარამეტრები აქვთ. ბევრი ცნობილი ქალი აჰყვა მათ გადაწყვეტილებას, რომ მოკრძალებული მკერდი – ლამაზია!
"მთელი ჩემი ცხოვრება პატარა მკერდზე ვოცნებობ. მინდა, ვატარო მოკლე ტოპები წვრილ ბრეტელებზე და არ ჩავიცვა ბიუსტჰალტერი. პირველი ზომის მკერდით ცხოვრება უფრო მარტივია", - გაუმხილა 21 წლის კეიტ აპტონმა ბრიტანულ პორტალ The Sun-ს.
პლასტიკური ქირურგიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ახალი ტრენდი "მოკრძალებული მკერდი" ბევრად მომგებიანია, მათი მფლობელები უგულებელყოფენ ბიუსტჰალტერს და თამამად იცვამენ ღრმა დეკოლტეებს. "ის, ვინც უკვე მოასწრო მკერდის გაზრდა, ახლა მის დასაპატარავებლად მოდის – ამბობს პლასტიკური ქირურგი ალექს კარდისი. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ყოველდღიურად ვხვეწთ ტექნოლოგიებს და ახლა მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ ბუნებრივი, პატარა და ამასთან, სექსუალური მკერდი."
ასე რომ, ქალბატონებო, დაივიწყეთ ფუშ-აფ ეფექტი და სილიკონები. უბრალოდ, გაიმართეთ წელში და ამაყად გაუსვით ხაზი თქვენს A და B ზომის მკერდს.
იხილეთ ფოტოგალერეა