რაც არ უნდა ძვირად ღირებული სარეცხის მანქანა შეიძინოთ, მისი უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება, თუ პერიოდულად არ გაწმენდთ. ამ სტატიაში ვეცდებით ამომწურავად გაგაცნოთ სარეცხი მანქანის სრულყოფილად წმენდის საშუალებები.
რა საჭიროა მანქანის გაწმენდა
მანქანაში ჭუჭყის გარდა მინერალური ნარჩენებიც ილექება, რომლებიც რამდენიმე მიზეზით წარმოიქმნება:
ხისტი წყლისგან არასწორი ექსპლუატაციისგან უხარისხო სარეცხი საშუალებებისგან, რომლებიც ზომაზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავენ.
სამწუხაროდ, ყველაზე მეტი ნალექი რთულად მისაწვდომ ადგილებში გროვდება, რაც გასუფთავების პროცესს ართულებს. ამის მიუხედავად, მწარმოებლები გირჩევენ, თვეში 2-ჯერ მაინც გაწმინდოთ მანქანა.
მანქანის დოლურას წმენდა
როცა მანქანიდან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, ესე იგი, დოლურას გაწმენდის დროა. სუნი რომ მოაშოროთ, საკმარისია მანქანა ცხელი წყლით გაავსოთ (ანუ მიუთითოთ რეცხვის პროგრამა ცხელი წყლით), მანამდე წინასწარ მოათავსეთ დოლურაში მათეთრებელი ან სპეციალური გამწმენდი საშუალება. როცა მანქანა გაივსება და მათეთრებელი წყალში გაიხსნება, გამორთეთ და ერთი საათით გააჩერეთ წყალი დოლურაში.
ეს მეთოდი ჭუჭყსა და შლამს აშორებს, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს. დროთა განმავლობაში კი მანქანას აზიანებს. ფილტრის გაწმენდა თვეში 3-ჯერ არის რეკომენდებული. პერიოდულად გამოიყენეთ ხოლმე ხისტი წყლის დამარბილებელი საშუალებები.
იხილეთ სრულად