ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე და დომინირება რიგ საკითხებში აღარავის უკვირს, მაგრამ არსებობენ მანდილოსნები, რომელთაც ხშირად აბსოლუტურად არ შეესაბამებათ დეფინიცია "სუსტი სქესი"...
დიახ, დღეს ზოდიაქოს ყველაზე თავნება ქალების სამეულს გაგაცნობთ და თუ რომელიმე მათგანში საკუთარი თავი ამოიცანით, სასურველი იქნება, ასტროლოგებს კი არ მიაყაროთ ქოქოლა - არამედ ვენერას და მთვარის ფუნქციები გააძლიეროთ თქვენში. მერწმუნეთ, ეს მეტ ქალურობას და სინაზეს შეგძენთ; ჰოდა, საპრეტენზიოც ჩვენთან არაფერი გექნებათ
ვერძი - იშვიათად შეხვდებით ნაზ, დიპლომატიურ და დამთმობ ქალს ამ ნიშნის წარმომადგენლებში. თუკი საქმე მაღალგანვითარებულ ინდივიდთან გვაქვს, მან შესაძლოა, გარკვეულ დონემდე თავი მაქსიმალურად შეიკავოს უხეშობისგან, როცა რამე მისთვის მისაღები სცენარით არ ვითარდება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, ვერძები უტაქტო, უაპელაციო და ანჩხლი ქალების კატეგორიას განეკუთვნებიან. ისინი მამაკაცსაც არ დაუდებენ ტოლს ჩხუბსა და ბილწსიტყვაობაში, თუკი წყობიდან საკმარისად გამოიყვანს ვინმე. ვერძს მხოლოდ თავისი სიმართლე გააჩნია და სჯერა ამის. ამიტომ გაბრაზებულს, აჯობებს, არასოდეს შეეკამათოთ, სულერთია, მაინც ვერაფერს შეასმენთ.
კირჩხიბი - კირჩხიბებს შორის ვხვდებით როგორც უზომოდ ქალურ, ნაზ და უმწეო არსებებს, ისე სრულფასოვან მეგერებსაც, რომლის ხელშიც აჯობებს, არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არასოდეს ჩავარდეს. კირჩხიბი ქალი გამაოგნებლად მოქნილი, საშიში და შურისმაძიებელი შეიძლება იყოს, თუკი საქმე მის ინტერესებს შეეეხება. ამასთან ერთად, მას შეუძლია ყველაფერზე მოაწეროს ხელი, თუ კუთხეში მიაყენებთ და გამოსავალს აღარ დაუტოვებთ. ცუდ ხასიათზე მყოფს კი (რაც მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული) სჯობს, არსად გადაეყაროთ - მიწასთან გაგასწორებთ ცინიზმით და უტიფარი კომენტარებით.
იხილეთ სრულად: astrologi.ge