ყველას უნდა, დილით ცოტათი მაინც მეტხანს იძინოს და არ ადგეს გამთენიისას იმისათვის, რომ ვარცხნილობა გაიკეთოს.
გთავაზობთ 12 ისეთ ვარცხნილობას, რომელთაც ძილის წინ გაიკეთებთ, დილით კი შეუდარებელი იქნებით.
1. ტალღოვანი თმა გაქვთ და ყოველ დილით მას ისე ათვინიერებთ, როგორც გარეულ ლომს? დროა, ამ თამაშიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. ძილის წინ მშრალ ან თითქმის მშრალ თმაზე წაისვით თმის გასასწორებელი ლოსიონი. შემდეგ კარგად დაივარცხნეთ და გადაიწიეთ ყურებს უკან, დაიმაგრეთ თმის სარჭებით (იმისათვის, რომ თმა არ დატყდეს, სარჭების ქვეშ ჩაიმაგრეთ ჩვეულებრივი ქაღალდის ნაკუწები – ასე იქცევა ყველა Hair-გურუ მოდის კვირეულებზე კულისებში). დილით მხოლოდ მოიხსნით თმის სარჭებს და აუცილებლობის შემთხვევაში, დაიფიქსირებთ შედეგს საშუალო ფიქსაციის ლაკით.
2. დაუმატეთ ტალღოვან თმას მოცულობა ტექნიკით "ანანასი". წვრილი თმის რეზინის (ასეთებს ვერ იტანდა ქერი ბრედშოუ), ნაცვლად, აიღეთ ნაჭრის მოსაჭერები იმისათვის, რომ ძალიან მჭიდროდ არ შეიკრას თმა და არ დატოვოს კვალი. დახარეთ თავი წინ, გადმოყარეთ თმა და შუბლთან შეიკარით კიკინა. დილით დატკბით თმის საოცარი მოცულობით.
3. პირიქით, ხვეულ თმაზე ოცნებობთ? გახსოვთ, სკოლის პერიოდში როგორ ვიკეთებდით ღამით წვრილ ნაწნავებს, რათა დილით ხვეული თმით გაგვეღვიძა? რატომ არ ვცადოთ იგივე ახლაც? ოღონდ კორექტივების შეტანით. გაიშრეთ თმა თითქმის ბოლომდე, გაყავით 4 (თუ თმა სქელია 6-8) ნაწილად და წაისვით თმის ვარცხნილობის გასაკეთებელი სპეციალური ლოსიონი ან მუსი. დაიწანით ეს ნაწილები, ოღონდ ძალიან მჭიდრო ნაწნავებს ნუ გაიკეთებთ და შეიკარით რეზინებით. დაახლოებით 8 საათში საოცნებო ხვეული თმა გექნებათ.
4. კიდევ ერთი მეთოდი ხვეული თმის მისაღებად – გაყავით სველი თმა 5-7 სმ-იან ნაწილებად და დაახვიეთ თითოეული მათგანი პატარა კოსებად. ეს ვარიანტი მოუხდებათ მხრებამდე და ოდნავ მოკლე თმის მქონე ქალბატონებს.
5. სწორი, მხრებამდე თმის ტალღებად გადაქცევაც შესაძლებელია. წაისვით ცოტაოდენი ზეთი ან კონდიციონერი (რომელიც არ ჩამოიბანება) ოდნავ ნამიან თმაზე. გაიკეთეთ შუა განაყოფი. დაიხვიეთ (ოღონდ მჭიდროდ არა) საჩვენებელ თითზე თითოეული დანაყოფი და ასე იშრეთ ფენით. ამის შემდეგ დაიხვიეთ ორი არა მჭიდრო კოსა და დაიმაგრეთ სარჭებით. როცა მაღვიძარა დარეკავს, გაიშალეთ კოსები და შეისხურეთ ცოტაოდენი ლაკი.
6. სველი თმა შეიკარით მაღლა კიკინად, შეისხურეთ დასაფიქსირებელი სპრეი და დაიხვიეთ კოსა. თუ ძალიან სქელი თმა გაქვთ, ორ ნაწილად გაყავით და ორი კოსა გაიკეთეთ. დილით გაიშალეთ თმა და შეისხით ლაკი. მსხვილად დახვეული თმა საუზმიდან ვახშმამდე გაგიძლებთ.
7. ჯერ კიდევ ბიგუდებით იძინებთ და მერე გიკვირთ, რატომ გეძინათ ცუდად? შეცვალეთ ეს უხეში აქსესუარი რბილით. აიღეთ ჩვეულებრივი ქაღალდის პირსახოცი და დაჭერით გრძელ ნაჭრებად. სიგანე დამოკიდებულია, როგორი კულულების გაკეთება გინდათ: რაც უფრო წვრილი იქნება ქაღალდის ზოლი, მით წვრილი გამოვა კულულიც. გაიშრეთ თმა თითქმის მთლიანად და დაყავით ის დაახლოებით 5 სმ-იან ნაწილებად. დაახვიეთ თითოეული ნაწილი ქაღალდის გრძელ ნაჭერზე თმის ბოლოდან ძირებამდე და ფრთხილად შეკარით ქაღალდის ბოლოები. დილით გაიშალეთ თითოეული მათგანი და შეისხით ლაკი.
8. მოკლე ვარცხნილობის მქონე გოგონებმა იციან, რომ თუ ძილის წინ თმას დაიბანენ, დილით ყველაფრის თავიდან გაკეთება მოუწევთ. იმისათვის, რომ დილით აბურდული თმით არ გაიღვიძოთ, შეცვალეთ ბამბის ბალიშის პირი აბარეშუმის ან სატინით. ეს უკანასკნელები სწრაფად არ იწოვს ნესტს (ტენიანი თმა კი არ იბურდება), ხოლო პრიალა ზედაპირზე ხახუნით თმა ფორმას არ დაკარგავს.
9. ჯენიფერ ლოურენსისა და მისი ჰაეროვანი, საშუალო სიგრძნის ტალღისებური თმის თაყვანისმცემლებისთვის: გაიშრეთ თმა ფენით ძირებიდან ბოლოების მიმართულებით. წაისვით ძირებზე ცოტაოდენი მუსი (რათა შექმნათ ფორმა და მოცულობა) და ლოსიონი - მთელ სიგრძეზე (რომ თავიდან აიცილოთ გაფუება). ახლა აიღეთ 5-7 სმ-ის თმის თითოეული ნაწილი და "ჟგუტივით" დაახვიეთ სახიდან უკან მიმართულებით, დაიმაგრეთ თითოეული მათგანი თმის სარჭით. დილით გაიშალეთ და დატკბით ლამაზი ვარცხნილობით.
10. ვარცხნილობა გრანჟის სტილში გრძელი თმისთვის – რატომაც არა? დაიბანეთ თავი შამპუნითა და კონდიციონერით. ხველ თმაზე შეისხით ლოკონების გასაკეთებელი სპრეი და დაყავით თმა 4-5 სექციად. თითოეული დაახვიეთ "ჟგუტებად", ხოლო "ჟგუტები" – კოსად. დაიმაგრეთ თითოეული კოსა სარჭით. დილით თითოეულ კოსაზე შეისხით თმის ლაკი, შეიშრეთ ფენით და მხოლოდ შემდეგ მოიხსენით სარჭები.
11. უფრო ხშირი და გაწეწილი კულულებისთვის დაყავით თმა სხვადასხვა სისქის ნაწილებად და წაუსვით თითოეულ მათგანს ცოტაოდენი ჟელე. მჭიდროდ დაახვიეთ თითოეული მათგანი სხვადასხვა მიმართულებით. შემდეგ კი ეს დახვეული ნაწილები დაწანით, გამოგივათ დაახლოებით სამი ნაწნავი და შეიკარით რეზინებით. დილით მოიხსენით რეზინები და უბრალოდ, გაიწეწეთ თითებით.
12. იმისათვის, რომ მიიღოთ თავისუფალი ვარცხნილობა Bad head, დაივარცხნეთ თმა, გაიკეთეთ კისერთან კოსა (ოღონდ არა მჭიდრო). დილით გაიშალეთ და დატკბით ლამაზი ვარცხნილობით.