მაშ ასე, ანტიცელულიტური შეფუთვის გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ:
პროდუქტების შესაფუთი ცელოფანი;
ყავა (ნალექიანი);
ზღვის მარილი;
ზეითუნის ზეთი (1 სუფრის კოვზი);
4-5 წვეთი ფორთოხლის ზეთი.
ერთ პატარა ჭიქა თბილ, ნალექიან ყავაში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და გააჩერეთ 5 წუთი, რომ მარილი გაიხსნას.
შემდეგ დაუმატეთ ზეთები. კარგად აურიეთ.
წაისვით პრობლემურ ზონებზე, შეიხვიეთ პროდუქტის შესაფუთი ცელოფნით და შემდეგ თბილ პლედში გაეხვიეთ.
40-60 წუთი ასე ხართ, ამ ხნის განმავლობაში არ სვამთ არაფერს და არ მიირთმევთ.
შემდეგ ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ მიიღოთ ზღვის მარილის აბაზანა. ბოლოს კი წაისვით ტანის რძე.
დილით დატკბით გლუვი, მბზინავი კანით და მოკლებული სანტიმეტრებით.
შეფუთვის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ.
ასევე იხილეთ:
როგორ დავითხელოთ სწრაფად მსხვილი მკლავები?

ცხელი სახვევი – სხეულის პრობლემურ ადგილებზე სანტიმეტრების მოცილების რადიკალური მეთოდი!
