1. დაივიწყე ნაკლოვანებები, იფიქრე მხოლოდ საკუთარ ღირსებებზე. ეს პირველი მცნებაა.
2. არ ჩამოუშვა თავი. გოგონები, რომლებიც დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, მხოლოდ წინ იყურებიან.
3. მეტი პოზიტივი. იყავი აქტიური. მიეცი საშუალება ენერგიას, იყოს გასაღები. შეეცადე, მხოლოდ დადებითი ემოცია გამოავლინო.
4. ისაუბრე ტუჩებით. წარმოდგენაც არ გაქვს, რა შეუძლია ერთ წვეთ ტუჩის მბზინავ საცხს. შეუძლებელია ასეთი ტუჩების კოცნა ვინმეს არ მოუნდეს.
5. უნდა შეგეძლოს მოსმენა. პატივი ეცი სხვის აზრს, არ მოახვიო შენი.
6. მოუარე წარბებს. თვალები – სულის სარკეა, მაგრამ არ უნდა დაივიწყო მისი ჩარჩოც. აჯობებს, წარბი სპეციალისტთან გაიკეთო.
7. ნუ შეგეშინდება შენში ცვლილებების შეტანის. განვითარდი, იარე წინ. იყავი მრავალმხრივი, ნუ ჩაიციკლები ერთ რამეზე. მოსინჯე, ეძებე საკუთარი თავი.
8. გქონდეს შენი საკუთარი სურნელი. იპოვე "შენი" პარფიუმი და დარჩი მისი ერთგული. არომატები ადამიანებთან ასოცირდება.
9. დაზოგე ღაწვის ჩრდილები. მეტი დრო გაატარე ჰაერზე. ყველა მამაკაცს მოუნდება გაათბოს ქალი, რომელსაც ყინვისგან აღაჟღაჟებული ლოყები აქვს.
10. იყავი ცნობისმოყვარე. მაგალითად, ისწავლე სამურაის ხანჯლებით ფარიკაობა. ნებისმიერი ბიჭი ოცნებობს, შეხვდეს სუპერგოგოს.
11. ნუ მიბაძავ სხვებს, იპოვე შენი სტილი. მხოლოდ სულელი ბიჭი იამაყებს იმით, რომ მისი შეყვარებული გოგო ანჯელინა ჯოლის ჰგავს.
12. ჯიბეში სულ გეყაროს სუნთქვის გასაჯანსაღებელი შაქარყინულები. ყველა რეკლამა იმას ამტკიცებს, რომ სუფთა სუნთქვა ამარტივებს ურთიერთობას. ეს ასეც არის!
13. ჭამე გემრიელად და ლამაზად. სიტყვა "დიეტა" გამაღიზიანებელია ბიჭებისთვის.
14. ყურადღება მიაქციე ნაბიჯებს. სიარულის მანერა ქალური უნდა იყოს. ნუ დაიწყებ ფეხებში ყურებას, არ იჩქარო და არ იბორძიკო.
15. შეამცირე ჩანთის ზომა. გადახედე შენი ჩანთის შიგთავსს. რა საჭიროა ჩემოდნით სიარული, როცა შეგიძლია, პატარა ჩანთაშიც ჩაატიო საჭირო ნივთები.
16. მეტი იკითხე. საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა ყველას სურს.
17. იყავი მიზანდასახული. დაისახე მიზანი და გასწიე მისკენ. ენდე შინაგან ხმას. მიზანსწრაფული ადამიანები ძალიან მიმზიდველები არიან.
18. მოიმარაგე სანელებლები. ისწავლე თუნდაც ერთი გემრიელი კერძის მომზადება და გააოცე ახლობლები და მეგობრები. თუნდაც ეს უბრალო ვაშლის ღვეზელი იყოს.
19. გაუფრთხილდი თავს. საღამოს ვარცხნილობა – კარგია, მაგრამ მხოლოდ დღესასწაულებზე. ხოლო თმა, რომლის შეხებაც ბიჭს მოუნდება, ბუნებრივია და ნაზი.
20. ნუ ილაპარაკებ მთავარზე. არ არის აუცილებელი, პირველივე პაემანზე გაიხსნა ბოლომდე და მოჰყვე ყველაფერი შენ შესახებ. დატოვე გამოცანები.
21. ნუ აუწევ ხმას. ყველა შემთხვევაში შეეცადე, ისაუბრო დაბალ ტონში.
22. ითამაშე! გადაიღე ფილმი საკუთარ თავზე და შეასრულე მთავარი როლი. მოირგე სხვადახვა იმიჯი. იყავი განსხვავებული და ერთნაირად ნამდვილი ყოველთვის.
23. ნუ იპროფესორებ. გამაღიზიანებელია, როცა გოგონა თავის წარმოჩენის მიზნით, ციტატებით ლაპარაკობს.
24. გაუკეთე საჩუქრები მეგობრებს და ნაცნობებს, პატარა და თუნდაც ხელნაკეთი. უბრალოდ, ისე, მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ხარ.
25. ჩაჰკიდე ხელი, შეეხე ადამიანს საუბრის დროს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს დაძაბულობას ხსნის და თანამოსაუბრეს სიმპათიით განაწყობს.
26. ნუ იცქმუტებ. ნუ აწვალებ ხელით ხელსახოცს ან აგორავებ მაგიდაზე ბურთულას. ეს ჟესტები ულამაზოა. იმის მაგივრად, რომ ნერვიულად აწვალო თმა, გადაიყარე თმა სულის შებერვით სახიდან. ბევრი ამას სექსუალურად აღიქვამს.
27. იგრძენი სხვაობა. ჩაიცვი სექსუალურად, მაგრამ არა ვულგარულად. ან მოკლე კაბა, ან თამამი ბლუზა, ან მკვეთრი ფერის პომადა – აირჩიე აქედან ერთ-ერთი. ერთად არასოდეს!
28. მოუარე ხელებს. გაიკეთე მანიკიური. მოვლილი ხელები - ეს არის ის, რომელიც გინდა, რომ საკუთარ ხელში გეჭიროს.
29. ხშირად გაიღიმე. ყველამ ნახოს, რომ ბედნიერი ხარ.
30. ცოტა ისაუბრე შენი ინიციატივით საკუთარ თავზე. სჯობს, ადამიანებმა თავად გკითხონ.
31. არ იტირო. გოგონების აზრით, ეს ტრიუკი ძლიერ სქესზე კარგად მოქმედებს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით, მათ ქალის ცრემლები აღიზიანებთ.
32. არ დაზოგო ფული აქსესუარებში. ატარე განმასხვავებელი ნიშანი, თუნდაც სულ ციცქნა.
33. აჟუჟუნე თვალები. ეს მამაკაცებზე უტყუარად მოქმედებს.
34. უყურე თვალებში. როცა იმ ადამიანს ესაუბრები, ვინც გაინტერესებს, თვალებში უყურებ. სწორედ ეს არის თვალების ჟუჟუნი.
35. შეაქე გულწრფელად. გაუკეთე გარშემომყოფებს კომპლიმენტები, ოღონდ გულწრფელად!
36. გადაადგი ნაბიჯი თამამად. ამისათვის კი ფეხსაცმელი უნდა იყოს მოსახერხებელი. მაღალ ქუსლებზე ყანყალით ბიჭს ვერ მოხიბლავ.
37. ნუ შეგეშინდება საკუთარ თავზე სიცილის. ეს შენს დახვეწილ იუმორის გრძნობაზე იმეტყველებს.
38. ისწავლე ბიჭის ენაზე საუბარი, მისი ხუმრობების გაგება. ეს მნიშვნელოვანია!
39. მიუდექი ყველაფერს მარტივად. ნუ შექმნი ბუზისგან სპილოს.
40. ნუ იჯდები შინ. ირგვლივ უამრავი საინტერესო რამ ხდება! შეისწავლე სამყარო და გაუზიარე აღმოჩენები ახლობლებს.
41. ნუ იფიქრებ გამუდმებით იმაზე, როგორ გამოიყურები გვერდიდან. მოდუნდი და მიიღე სიამოვნება.
42. დაიმახსოვრე დაბადების დღეები – ეს წმიდათა წმიდაა. ამიტომაც შეადგინე სია და ამით იხელმძღვანელე ხოლმე.
43. იქონიე ინდივიდუალური სტილი. ნუ შეერევი მასას, თუმცა ნურც ზედმეტად იორიგინალურებ.
44. ნუ შეგშურდება. დატკბი იმით, რაც შენ გაქვს.
45. გამოუტყდი სიყვარულში, მაგრამ მათ, ვინც მართლა გიყვარს.
46. აჯობებს აკეთო, ვიდრე ილაპარაკო. ენდე საქმეს და არა სიტყვებს. სიტყვები შესაძლოა ცარიელი იყოს.
47. იყავი მეგობარი. ნუ მისცემ უფლებას, ცუდად მოიხსენიონ შენთვის ძვირფასი ადამიანები. ამას დაგიფასებენ.
48. გაუზიარე ინტერესები. ის კიდევ უფრო შეგიყვარებს.
49. შეიყვარე საკუთარი თავი და შენი სხეული. მოიწყე პატარა დღესასწაულები. მაგალითად, მიიღე ქაფის, მარილის ან ეთერზეთების აბაზანა. ეს შენს კანს ნაზს გახდის, ხოლო შენს გრძნობას საკუთარი თავის მიმართ – უფრო ძლიერს.
50. გაეცი სიყვარული. სასურველი ადამიანები სიყვარულით ეპყრობიან ბავშვებს, ცხოველებს და უცნობ ადამიანებსაც კი.
51. შეეცადე, ყოველთვის ზრდილობიანად უპასუხო ზარებს, თუნდაც ნომერი შეეშალოთ, მაინც.
52. ატარე მხოლოდ ის სამოსი, რაც გიხდება. ისწავლე, სწორად და სათანადოდ შეაფასო საკუთარი გარეგნობა.
53. ფანტაზიები? ეცადე, ცოტა გამოიგონო. ეს უხერხულ სიტუაციებს აგარიდებს თავიდან.
54. იყავი ბევრ რამეში ნიჭიერი. ნიჭიერი ქალები განსაკუთრებით მომხიბვლელები არიან.
55. იყავი ემოციური. ნუ შეიკავებ ემოციებს. გამოხატე ისინი ღიად, მაგრამ სპექტაკლსაც ნუ მოაწყობ.
56. გარისკე! ნუ შეგეშინდება, მოიშიშვლო ყელი და მხრები, მაგრამ გემოვნებით და შესაფერის ადგილას.
57. დააფასე დრო! ნუ დახარჯავ მას სისულელეებზე, გაატარე სასარგებლოდ.
58. ნუ დაამცირებ ადამიანებს. შენ არ გაქვს ამის უფლებას.
59. გახდი კომპანიის ლიდერი! ეს არც ისე რთულია.
60. დაბოლოს! იყავი ყველგან და ყველაფერში ბუნებრივი და გულწრფელი.