ნაზი და ქალური, სექსუალური და უკომპლექსო კრისტის ფოტოსესიის Backstage სამ ნაწილად.
იმისთვის, რომ ჩაფიქრებული ფოტოსესიისთვის ზედგამოჭრილი ეს უცნაური ადგილი აღმოეჩინა, ფოტოგრაფ საშა პროშვინს ეგზოტიკურ ქვეყანაში წასვლა არ დასჭირვებია. მშვენივრად აუღო ალღო ფოტოგრაფის ჩანაფიქრს მოდელმაც...
იხილეთ ვიდეო "ბომონდის გარეკანი"
ფოტოსესია მართლაც ეგზოტიკური გამოვიდა... უდაბნო, გამომშრალი და დამსკდარი მიწა... ამ ყველაფერთან ერთად კი მწვანედ მოხასხასე ბალახის კუნძული და მასზე კრისტი წითელში...
იხილეთ ვიდეო "კრისტი წითელში"
ქარმა ფოტოსესიას დამატებითი ხიბლი შესძინა. კრისტის თმა და სამოსი აუფრიალა...
იხილეთ ვიდეო "ქარწაღებული"...
"ბომონდის" სექტემბრის ნომრის მთავარი გმირი-კრისტი, დიზაინერ გოგა ნიქაბაძის სამ სხვადასხვა სამოსში გადაიღეს.
ფოტოსესიის დასათვალიერებლად არ გამოგრჩეთ "ბომონდის" სექტემბრის ნომერი.