10 მიზეზი, თუ რატომ უნდა სვათ სისტემატურად კეფირი! - Marao

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა სვათ სისტემატურად კეფირი!

2015-02-15 11:00:57+04:00

სპეციალისტების სიტყვებით, კეფირის ყოველდღიურად მიღება, არამც თუ კარგია, არამედ აუცილებელიც არის ჯანმრთელობისთვის:

1. კეფირი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. დისბაქტერიოზის დროს აუცილებელია კეფირის მიღება, რადგან აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას.

2. კეფირი შეიცავს ბიფიდობაქტერიებსა და რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უშლიან დაავადების წარმომქმნელ მიკროორგანიზმებს.

3. კეფირში შემავალი საკვები ნივთიერებები კი ადამიანის ორგანიზმს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კეფირის დალევა კარგია კოლიტებისა და დიარეის პროფილაქტიკისთვის.

4. კეფირის რეგულარულად მიღების შემთხვევაში დაბლა იწევს სისხლში ქოლესტერინის დონე.

5. კეფირი შეიცავს კალციუმსა და ცილას, რაც აუცილებელია ძვლების სიმაგრისთვის და ბავშვის სიმაღლეში ზრდისთვის.

6. კეფირი სასარგებლოა ალერგიის დროსაც, ის ამცირებს ალერგიულ რეაქციებს.

7. კეფირისგან ორგანიზმის მიერ კალცის შეთვისება უფრო მეტად ხდება, ვიდრე რძისგან.

8. ხანში შესული ადამიანებისთვის რეკომენდებულია კეფირის რეგულარულად მიღება, ის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაა.

9. გარდა ამისა, კეფირი ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს.

10. კეფირი ადვილად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ.