დამეთანხმებით, თემა, რომელსაც დღეს ამ სტატიაში უნდა შევეხოთ, ერთობ მძიმე და უსიამოვნოა,
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გარშემო არცთუ იშვიათად ფიქსირდება სუიციდის ან მწვავე დეპრესიის შემთხვევები, სასურველია, ვიცოდეთ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გააჩნიათ ყველაზე დიდი მიდრეკილება ამისკენ... ეს ინფორმაცია კი, შესაბამისად, მათ დასახმარებლად გამოგვადგება... როგორც ამბობენ - "სიტყვებს დიდი ძალა აქვს".
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანში განსაკუთრებულადაა გამოვლენილი მიდრეკილება დეპრესიულობისა და სუიციდური შემთხვევებისკენ.
სუიციდის შემთხვევებში, როგორც აღმოჩნდა, ხშირად ლიდერობენ ლომები 98% - როგორც გაირკვა, თვითმკვლელობისკენ ბევრ ლომს ხშირად საკუთარი "ეგოს" მძაფრი შეგრძნება უბიძგებს. ლომის მმართველი პლანეტა მზე გახლავთ. შესაბამისად, ნებისმიერ ლომში მძლავრადაა ლიდერობის, დომინანტობის სურვილი და მოთხოვნილება. ამიტომ, თუ ისე ხდება, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ინდივიდს არ ეძლევა საშუალება, საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს და ცხოვრებაში წამყვან პოზიციას მიაღწიოს, ხშირად ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით - ასე იგი, ფაქტობრივად, გამოხატავს საკუთარ თავს "სიკვდილით".
დეპრესიისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილთა შორის ლიდერობენ თხის რქები 92% - მართალია, თხის რქა საკმაოდ ძლიერი ნებისყოფის და ამტან ნიშნად ითვლება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ნიშანს მართავს პლანეტა სატურნი - აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა, რის გამოც ბევრი თხის რქა აშკარად განიცდის ხასიათში ოპტიმიზმის დონის ნაკლებობას, რის ხარჯზეც მას ძალზე ხშირად უჭირს წარუმატებლობებთან შეგუება და ყოველი მარცხის შემდეგ სურვილი ეკარგება, გააგრძელოს ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ არცთუ იშვიათია ფაქტი, როცა თხის რქას ხანგრძლივი დეპრესია სტანჯავს და საკმაოდ უძნელდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლის და რეაბილიტაციის პერიოდიც.
სრულად იხილეთ: astrologi.ge