გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია გრეიპფრუტისგან მომზადებული ეს ელექსირი, ის საოცრად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ელვის სისწრაფით წვავს ცხიმს.
1) პექტინი, რომელსაც შეიცავს გრეიპფრუტი, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას.
2) ლიკოპენი, რომელსაც ასევე შეიცავს ეს კოქტეილი, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, შლაკებს და არასასურველ ეკოლოგიას.
...სადილის შემდეგ მიღებული ეს ელექსირი წვავს იმის ნახევარ კალორიებს, რაც ჭამის დროს მიიღეთ.
...არის საოცარი სამკურნალო საშუალება ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ:
1 დიდი, მწიფე გრეიპფრუტი;
1 სუფრის კოვზი თაფლი (თქვენი გემოვნების მიხედვით);
სასურველია, გრეიპფრუტი ცივი იყოს (მაცივარში ნადები). გაჭერით შუაზე, სუფრის კოვზით ამოიღეთ რბილობი. მოათავსეთ გრეიპფრუტის რბილობი და თაფლი ბლენდერში და მიიყვანეთ პიურეს კონსისტენციამდე. მზად არის!
წონაში დასაკლებად რეკომენდებულია ელექსირის მიღება გემრიელი და ნოყიერი სადილიდან ნახევარი საათის შემდეგ! 1 გრეიპფრუტისგან მზადდება ერთჯერადად მისაღები ულუფა.