ეტაპი პირველი
მთელი დღე, ყოველი ჭამის წინ ვსვამთ გამოხდილ ან გაყინულ და შემდეგ გამლღვალ წყალს. შესაძლებელია მასში ლიმონის წვენის და თაფლის დამატებაც.
ეტაპი მეორე
შეიძინეთ აფთიაქში ბაყაყურა – ეს არის მცენარე, რომელიც საუკეთესოდ აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს და ღვიძლს მალამოდ ედება. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში ამ მცენარის ნაყენი 2-4-ჯერ.
ეტაპი მესამე
საკმარისია მიიღოთ საუზმეზე ჩაის კოვზი სელის თესლი და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით ამუშავდება. კიდევ უკეთესი იქნება, თუ წინა დღეს ჩაალბობთ სელის თესლს წყალში. დილით ბლანტი მასა დაგხვდებათ, რომელიც უნდა მიირთვათ. ის კუჭ-ნაწლავს წმენდს.
ეტაპი მეოთხე
საკვების ყოველი მიღებიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ დალიეთ მწვანე ან სხვა ბალახის ჩაი. ეს დაგირეგულირებთ სისხლში შაქრის დონეს, დაამშვიდებს კუჭის ანთებით პროცესებს; ასევე, გაიწმენდთ ღვიძლსა და თირკმელებს. სასურველია, რომ მწვანე და ბალახეული ჩაის მიღება ჩვევად გაიხადოთ და სვათ ყოველდღე.
ეტაპი მეხუთე
ენერგეტიკული სალათა
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ ბროკოლი;
120 გრ მწვანე ბარდა;
40 გრ ავოკადო;
20 გრ მზესუმზირა;
100 გრ ქორფა კიტრი;
50 გრ ყველი;
50 გრ პიტნა და ოხრახუში;
ლიმონის წვენი;
ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი:
დაჭერით ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ, მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. სალათა მზად არის! ის იმდენ ფოლიუმის მჟავას შეიცავს, რაც თქვენი ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას ესაჭიროება. ამიტომაც შეგერგოთ!
თუ დღის ამ რაციონს პერიოდულად (მაგალითად, 2-3 თვეში ერთხელ) გაიმეორებთ, თქვენს ჯანმრთელობას არაფერი დაემუქრება.