1. შენი სატელეფონო საუბარი მხოლოდ 30 წამს გრძელდება.
2. ფილმებში შიშველი მხოლოდ ქალები ჩნდებიან.
3. ერთკვირიანი შვებულებისთვის მხოლოდ ერთი ჩემოდანი გყოფნის;
4. შენ არ ხარ ვალდებული, ადევნო თვალყური შენი მეგობრის სექსუალურ ცხოვრებას;
5. ტუალეტში რიგი 80%-ით ნაკლებია;
6. თავად შეგიძლია ნებისმიერი სასმლის ბოთლის გახსნა;
7. მეგობრებს საერთოდ არ ანაღვლებთ შენი წონის ცვალებადობა;
8. როცა ტელევიზორს რთავ, ერთ არხზე 5 წამზე მეტხანს არ ჩერდები.
9. იმისათვის, რომ სამსახურში აგიყვანონ, მნიშვნელობა არ აქვს შენი უკანალის ფორმას.
10. ყველა შენი ორგაზმი ნამდვილია;
11. არ გჭირდება მთელი ჩანთა უკიდურესად საჭირო ნივთების ტარება.
12. ავტოფარეხი და ტელევიზორის პულტი – შენია და მხოლოდ შენი.
13. ქორწინების საქმეები თავისით, შენ გარეშე გვარდება.
14. თუკი ვინმეს დაავიწყდა შენი სტუმრად დაპატიჟება, ის მაინც შენს მეგობრად დარჩება.
15. 3 ცალი შენი საცვალი 10 ლარი ღირს;
16. კისრის ქვემოთ არაფრის გაპარსვა არ გჭირდება;
17. არცერთ შენს თანამშრომელს არ შეუძლია მიგიყვანოს ცრემლებამდე;
18. არასოდეს მოგიწევს ყოველ ღამით ბანჯგვლიან უკანალთან ერთად ძილი;
19. არაფერს ნიშნავს, თუკი 34 წლის მარტოხელა ხარ;
20. რაც კი სახეზე გაქვს, ყველაფერი ბუნებრივი ფერისა და ფორმის არის;
21. ბევრი პრობლემის მოგვარება ყვავილებით შეგიძლია;
22. ძილისგან თავისუფალი დროის 90%-ს სექსზე ფიქრში ატარებ;
23. სამი წყვილი ფეხსაცმელი შენთვის საკმარისზე მეტიც არის;
24. არავინ გაჩუმდება უხამსი ანეკდოტის მოყოლისას, როცა ოთახში შეხვალ;
25. შეგიძლია გაიძრო მაისური, როცა დაგცხება;
26. ავტომობილების ბაზრობაზე ვერ მოგატყუებენ;
27. არ გაინტერესებს, შეამჩნიეს თუ არა გარშემომყოფებმა შენი ახალი ვარცხნილობა;
28. შეგიძლია ჩუმად, საათობით უყურო ფეხბურთს მეგობართან ერთად და არ იდარდო იმაზე: "ხომ არ სწყინს მას";
29. თვის გარკვეულ პერიოდში არ გიფუჭდება განწყობა;
30. არავინ გაშტერდება მკერდზე;
31. მარტივად შეგიძლია შეურბინო მეგობარს საჩუქრის გარეშე.
32. თუკი დაპირებისამებრ არ დაურეკავ მეგობარს, ის არ დაიწყებს ყველასთან იმის ლაპარაკს, როგორ შეიცვალე;
33. არასოდეს გაუშვებ შანსს ხელიდან, გქონდეს სექსი, მხოლოდ იმიტომ, რომ "არ ხარ ხასიათზე ან თავი გტკივა".
34. შეგიძლია არ გახსოვდეს ღირსშესანიშნავი თარიღები: ახლობლების დაბადების დღეები და ქორწინების თარიღები.
35. თუკი წვეულებაზე სხვაც შენნაირად ჩაცმული მივიდა, ამის გამო ხასიათი არ გაგიფუჭდება და შესაძლოა, დამეგობრდე კიდეც მასთან.