დღესდღეობით, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში იმყოფება და საკმაოდ ბევრი ადამიანი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად, ძირითადად, იძულების წესით და ნაკლებად საკუთარი სურვილით, გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ სტატია იმის შესახებ, კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვისაა უფრო მარტივი უცხო მიწაზე გაძლება და რომელი ნიშნები განეკუთვნებიან ე.წ. პატრიოტთა კატეგორიას.
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ნაკლებად ახასიათებთ მიჯაჭვულობა საკუთარი ოჯახის, კერის და სანათესაოს მიმართ. ასეთი ხალხი მარტივად ადაპტირებს ახალ გარემოში. შესაბამისად, მათთვის ემიგრაცია, თუნდაც ხანგრძლივი ვადით, არ არის ძნელად გადასატანი მოვლენა. ასეთ ნიშნებს განეკუთვნებიან მშვილდოსნები, ტყუპები, მერწყულები, ვერძები, მორიელები.
მშვილდოსნებს, ზოგადად, აუხსნელი ლტოლვა გააჩნიათ ხეტიალისა და მოგზაურობის მიმართ. ამიტომ ამ ადამიანებს მუდმივად აქვთ მოთხოვნილება, წავიდნენ შორს, გაეცნონ უცხო კულტურის ხალხს, აღმოაჩინონ ახალი ფასეულობები.
ტყუპიც და მერწყულიც, ზოგადად, სიახლეების მოყვარულ ნიშნებს განეკუთვნებიან. ამიტომ ამ ხალხს მარტივად შეუძლია ადაპტაცია უცხო გარემოში. შესაბამისად, ემიგრაციას ისინი უფრო მარტივად იტანენ.
რაც შეეხება ვერძს, ვერძისთვის, ზოგადად, მაღალი სიცოცხლისუნარიანობა და გამძლეობაა დამახასიათებელი. ამიტომ ეს ხალხი უცხო ქვეყანაშიც კარგად ახერხებს თავის დამკვიდრებას. მისთვის სიძნელეების გადალახვა ერთგვარი სტიმულია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება მორიელზეც, თუმცა ამ ადამიანებს შორის ხშირად ვხვდებით ხალხს, ვისაც გარემოებებიდან გამომდინარე უწევს მშობლიური ქვეყნის დატოვება. არანაკლებ ხშირია არალეგალური მიმოსვლები უცხოეთში მორიელების შემთხვევაში.
სრულად იხილეთ: astrologi.ge